ავტორი:

ვინ არის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც კორონავირუსის გამო 30 მილიარდი დოლარი დაკარგა

ვინ არის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც კორონავირუსის გამო 30 მილიარდი დოლარი დაკარგა

კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი ბიზნესი შეჩერებულია და სხვადასხვა კომპანიები უდიდეს დანაკარგს განიცდიან. განსაკუთრებული დარტყმა მოდის ბიზნესმა მიიღო. ყველაზე დიდი დანაკარგი კი, ფრანგული კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ ნახა. მან პანდემიის გამო 30 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ "ბლუმბერგი“ წერს.

გამოცემის ცნობით, ეს არის მაქსიმალური თანხა, რომელიც ერთმა ადამიანმა დაკარგა. კომპანიის ფინანსური დირექტორის ჟან-ჟაკ გიონის განცხადებით, არნოს ბიზნესის მომავალი დამოკიდებული იქნება ჩინეთის ბაზარზე, რომელზეც მოდის ფუფუნების საგნების გაყიდვების მესამედი.

არნოს ფინანსურ დანაკარგზე წერს "ფორბსიც“, რომლიც მონაცემებითაც ყველაზე მეტი თანხა მან დაკარგა.

ყველაფრის მიუხედავად, ბერნარ არნო, 90 მილიარდი დოლარით, Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია 141.8 მილიარდი დოლარით და მეორე ადგილზე ბილ გეითსი 105.7 მილიარდი დოლარით.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში არნომ სიმდიდრით ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო და უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველ ადგილს იკავებდა. მაგრამ კორონავირუსის გამო არნომ ფინანსური დანაკარგი ნახა, ჯეფ ბეზოსი კი კიდევ უფრო გამდიდრდა, რადგანაც ონლაინ გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ბერნარ არნო მოდის წრეებში იმითაც არის ცნობილი, რომ ცნობილი რუსი მოდელის, ნატალია ვოდიონოვას სამამამთილოა. ბერნარ არნოს შვილი, ანტუანი ნატალიაზეა დანიშნული.

ვოდიონოვამ ახალი ამბავი გულშემატკივრებს 2020 წელს, ახალ წელს, "ინსტაგრამის" საშუალებით აცნობა. როგორც ცნობილია, ისინი ამავე წელს, ივნისში აპირებენ ოფიციალურად დაქორწინებას, თუმცა კორონავირუსის გამო რამდენად მოხერხდება ეს, ჯერ უცნობია.

მილიარდერის ვაჟი "ლუი ვიტონის" კომუნიკაციების მენეჯერია. მან ვოდიონოვასთან რომანტიკული ურთიერთობა 2011 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ნატალია თავის პირველ ქმარს ჯასტინ პორტმანს დაშორდა. მოდელს პირველი ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს.

ნატალიას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს სამამამთილოსთან. ის ხშირად ჩნდება საზოგადოების წინაშე უფროს არნოსთან ერთად. ბოლოს კი ნატალია საქმროს, სამამამთილოსა და ოჯახის სხვა წევრების გვერდით პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდა, სადაც "ლუი ვიტონის" კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ.

ფოტო 2013 წლის პარიზის მოდის კვირეულიდან