ავტორი:

კორონავირუსით უცხოეთში მყოფი საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული, გარდაცვლილია 13 ადამიანი

კორონავირუსით უცხოეთში მყოფი საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული, გარდაცვლილია 13 ადამიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, კორონავირუსით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული, დაავადების შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ზალკალიანის განმარტებით, ინფიცირებულთა შემთხვევაში დაავადება ნაკლებად მძიმე ფორმებშია გამოვლენილი.

„განსაკუთრებული ყურადღების საგანია ჩვენი ინფიცირებული მოქალაქეები საზღვარგარეთ. კორონავირუსით ამ ეტაპზე საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული. უმრავლეს შემთხვევაში, სახეზე გვაქვს დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები, თუმცა მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ინფექციით საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 13 მოქალაქე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამძიმარი გამოვხატო თითოეული მათი ოჯახის მიმართ. არსებული შეზღუდვების ფონზე, მოგეხსენებათ, რომ ძალიან გამკაცრდა გარდაცვლილთა გადმოსვენების რეგულაციები. ის მიმდინარეობდა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით, ამიტომ შეფერხდა გარდაცვლილების ტრანსპორტირების პროცესი. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ადგილზე უზრუნველყოფდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრების დახმარებას შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

"თანმხლები მძიმე დაავადებების შედეგად გარდაიცვალა" - კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 45 წლის ქალია

საქართველოში კორონავირუსით მე-10 პაციენტი გარდაიცვალა

რუსთავში მომხდარ ავარიას 23 წლის მორაგბე ემსხვერპლა