ავტორი:

"აჩვენეს პრეზიდენტი, რომელიც მლანძღავდა, მაგრამ მივხვდი, რომ ძუძუები ილოცებოდნენ" - როგორ გაიგო უგულავამ მისი შეწყალების ამბავი

"აჩვენეს პრეზიდენტი, რომელიც მლანძღავდა, მაგრამ მივხვდი, რომ ძუძუები ილოცებოდნენ" - როგორ გაიგო უგულავამ მისი შეწყალების ამბავი

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს არც მე, არც ოქრუაშვილი 100 წელი არ გავახსენდებოდით, ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ჩემი შეწყალების აქტზე და ამიტომ, ბუნებრივია, ადამიანურად მას მადლობას ვეუბნები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საპატიმროს დატოვებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ციხიდან გიორგი რურუასაც გაათავისუფლებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უგულავას თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

"დღეს ტელევიზიისთვის არ მიყურებია, დაახლოებით 9-ის ნახევარზე ჩავრთე ტელევიზორი და ეწერა - პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა. პირველი, რა რეაქციაც მქონდა, მეთქი-გრამატიკა არ იცის ამ ხალხმა, დრო აერიათ... ამასობაში აჩვენეს პრეზიდენტი, რომელიც ბოლო სიტყვებით მლანძღავდა მაგრამ მივხვდი, რომ ძუძუები ილოცებოდნენ ამ დროს.

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს არც მე, არც ოქრუაშვილი 100 წელი არ გავახსენდებოდით, ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ჩემი შეწყალების აქტზე და ამიტომ, ბუნებრივია, ადამიანურად მას მადლობას ვეუბნები, მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა. ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ იყო: ჯერ მე-9 დაწესებულება იყო, მერე გზაში მე-12 გახდა - დირექტორით დაწყებული, ექიმით და რიგითი ინსპექტორით დამთავრებული - ყველას მინდა მადლობა ვუთხრა. ასევე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ გიორგი რურუა მალე დატოვებს საპატიმროს.

სხვა შემთხვევაში მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. პირობა ეგრეა- როცა კაცი სიტყვას დებ, ბოლომდე უნდა შეასრულო, არ არსებობს სანახევროდ შესრულებული სიტყვა. ნავსი უკვე გატყდა და შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ეს ასე იქნება,“ - განაცხადა უგულავამ.

"ხვალ რომ ივანიშვილმა გადაწყვიტოს, გახარია იძულებული იქნება დატოვოს პოსტი და წავიდეს"

LIVE "ნიუსრუმიდან" - გიორგი ვაშაძე

თინა ხიდაშელი: "ივანიშვილმა შემოგვთავაზა სია, რომელიც გახმოვანებაა ფორმულის - რასაც ვერ იყიდის ფულით, იყიდის დიდი ფულით"