ავტორი:

სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" თავისი რესტორნებით, ბარითა და საცურაო აუზით სტუმრების მიღებას ივნისიდან განაახლებს

სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" თავისი რესტორნებით, ბარითა და საცურაო აუზით სტუმრების მიღებას ივნისიდან განაახლებს

სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ თავისი რესტორნებით, ბარითა და საცურაო აუზით სტუმრების მიღებას ივნისიდან განაახლებს.

რეგულაციების შესაბამისად, 1-ლი ივნისიდან ორსართულიანი ღია სივრცე - „აზურა ბარი“ გაიხსნება და სტუმრებს ყველა წესის დაცვით მიიღებს. როგორც სასტუმროს ადმინისტრაციაში განმარტავენ, მაგიდებს შორის დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია. ასევე, ერთ მაგიდასთან სტუმრების მაქსიმალური რაოდენობა ექვსს შეადგენს.

„აზურა ბარისა“ და ზოგადად, სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ პერსონალმა გაიარა სპეციალური სტრენინგი, შესაბამისად ისინი ყველა წესის დაცვით მოემსახურებიან სტუმრებს. 1-ლი ივნისიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ამ მშვიდ, სასიამოვნო გარემოში მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად განტვირთვა უკვე ყველა მსურველს თამამად შეეძლება. „აზურა ბარის“ ტერიტორია სტუმრებს პირველივე ნახვისას ამახსოვრებს თავს, რადგანაც ის ქალაქის ცენტრში არსებულ ოაზისს ჰგავს თავისი შადრევნებითა და გრილი ნიავით. ზაფხულის ცხელ დღეებში აქ ყოველთვის სიგრილეა, ამიტომ ჩვენს სტუმრებს ჩვენთან განტვირთვა ძალიან უყვართ“, - განმარტეს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“.

8 ივნისიდან თავად სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ განაახლებს ფუნქციონირებას თავისი საცურაო აუზითა და 31-ე სართულზე მდებარე „ზიმ-რესტორნით“.

როგორც „ბილტმორ თბილისში“ აღნიშნავენ, მათთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, სტუმრებს რეგიონის ყველაზე მაღალ სასტუმროში მდებარე რესტორანში უმასპინძლონ, საიდანაც შთამბეჭდავი პანორამული ხედები იშლება და განთქმულია უგემრიელესი სუში მენიუთი და სხვა მრავალფეროვანი კერძებით.

აღსანიშნავია, აუზის ტერიტორია „აზურა ბარის“ სივრცეს უერთდება, სადაც სტუმრებს ცივი სასმელით გაგრილებისა და გარუჯვის საშუალებაც ექნებათ.

საცურაო აუზის გახსნასთან ერთად, სტუმრებს საშუალება ექნებათ, აღადგინონ აკვა-აერობიკაზე ვიზიტები.

ზემოთ აღნიშნული ყველა სივრცე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და მთავრობის მიერ შემუშავებული ყველა წესის დაცვით განაახლებს ფუნქციონირებას. შესაბამისად, სასტუმროს ყველა სერვისით სარგებლობა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით იქნება შესაძლებელი.

„პეპელა“, „ბიბლუსი“ და „ლიბერო“ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების დასახმარებლად გაერთიანდნენ

ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე

„ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონულ სამედიცინო ცენტრებში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს