ავტორი:

ნუცუბიძის პლატოზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ გაზგასამართ სადგურზე, შესამოწმებლად მისულ სპეციალისტს დენმა დაარტყა

ნუცუბიძის პლატოზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ გაზგასამართ სადგურზე, შესამოწმებლად მისულ სპეციალისტს დენმა დაარტყა

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება იყო, კიდევ ერთი ინცინდენტი მოხდა. ექსპერტს, რომელიც ელექტროგაყვანილობის შესამოწმებლად სადგურზე მივიდა, დენმა დაარტყა. მამაკაცი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.

როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, მამაკაცი კავკასიის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

ცეტრის დირექტორის ნათია ნუცუბიძის განცხადებით, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მისივე თქმით, მამაკაცი ამ დროისთვის მართვით სუნთვაზე იმყოფება.

“კლინიკაში შემოიყვანეს 39 წლის მამაკაცი ელექტროტრავმით. მამაკაცს აღენიშნებოდა გულის გაჩერება და პარკუჭთა ფიბრილაცია. შემოყვანიდან 10 წუთის განმავლობაში აღდგენილ იქნა გულის მუშაობა, ამჟამად მამაკაცი იმყოფება ფილტვების მექანიკურ ვენტილაციაზე სამკურნალო დაცვითი სედაციის ქვეშ. რამდენიმე დღე დაველოდებით და შემდეგ დავიწყებთ უკვე გამოღვიძებას. სტაბილურად მძიმეა, არის მართვით სუნთქვაზე”, - განაცხადა ნათია ნუცუბიძემ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა.

მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ეკო გაზის" დირექტორმა ინციდენტთან დაკავშირებით ადგილზე მისულ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე ორი დღის წინ გაზგასამართი სადგური "ეკო გაზი" აფეთქდა. აფეთქება კაფე „ვერდეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. აფეთქების სიძლიერემ მიმდებარე შენობების მინები ჩაამსხვრია.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც გაზგასამართი სადგურის თანამშრომელია.

ვარკეთილში, სავარაუდოდ, ნასვამი მამაკაცი კორპუსიდან ისვრის

კახეთში ავარიას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

რას ყვებიან 17 წლის გოგონაზე, რომელმაც ახალშობილი ქუჩაში დატოვა