ავტორი:

27 ინფიცირებული 1 კვირაში - როგორია ე.წ. საბურთალოს კლასტერის უახლესი მონაცემები და რას ამბობენ ექიმები

27 ინფიცირებული 1 კვირაში - როგორია ე.წ. საბურთალოს კლასტერის უახლესი მონაცემები და რას ამბობენ ექიმები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ხოლო დანარჩენი 2 საკარანტინო სივრციდანაა.

მისივე თქმით, 4 ახალი შემთხვევიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არცერთი არაა გადაყვანილი.

“ქვეყანაში დაგვემატა 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 805 შემთხვევაა დღეს საქართველოში. გამოჯანრთელებულების რიცხვი 6-ით გაიზარდა და ამჟამად არის 650 გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 142 პაციენტი მკურნალობს. 5-მა გამოჯანმრთლებულმა გუშინ დატოვა კლინიკა და ამჟამად გვყავს 52 დადასტურებული შემთხვევა. მძიმე პაციენტი არ გვყავს. რამდენიმე პაციენტია მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია,“ - აღნიშნა ეზუგბაიამ.

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში „საბურთალოს კლასტერიდან“ ჯამში 7 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 ახალია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში კოვიდ-19-ის მქონე სულ 23 პაციენტია.

„ბოქსირებულ სექტორში არის 42 პაციენტი. მათგან Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 23. აქედან 18 წლამდე ასაკის არის 5 პაციენტი. გუშინ დაემატა 2 ახალი პაციენტი, ჩვენს კლინიკაში დაუდასტურდათ. ესენი არიან „საბურთალოს კლასტერიდან“. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თითქმის ერთი კვირაა ჩვენთან „საბურთალოს კლასტერიდან“ პაციენტები მკურნალობენ. საერთო ჯამში 7 პაციენტია საბურთალოდან. ერთი პაციენტია საყურადღებო, რომელიც ქრონიკული დაავადებებით არის დატვირთული. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ველოდებით ერთი მოზარდის და სამი მოზრდილის გამოჯანმრთელებას. 6 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვა," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ქვეყანაში, საანგარიშო პერიოდში (იანვარი - 22 მაისი). სულ იდენტიფიცირებული იყო, დაახლოებით, 15 კლასტერი. შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა ერთ კლასტერში იყო 40, - ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. მათივე თქმით, შემთხვევების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, გამოიყოფა თეთრიწყაროს, ბოლნისის და ქობულეთის კლასტერები.

ფოტო: რადიო "თავისუფლება"

ე.წ. „საბურთალოს კლასტერმა“ 7 დღეში და ორ კორპუსში, 27 ინფიცირებული მოაგროვა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისში აღმოცენებული კლასტერებიდან, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლასტერია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ნუცუბიძის მეორე პლატოზე, დევნილთა დასახლებაში დაფიქსირებულ ინფიცირების შემთხვევებს „მიკროაფეთქებას“ უწოდებს:

„სერიოზული მიკროაფეთქება გვქონდა საბურთალოს კლასტერში, რომელიც უკავშირდება სამედიცინო მუშაკს. ერთ-ერთი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალია, რომლისგანაც გავრცელდა ამ დასახლებაში ეს ინფექცია და დღევანდელი რიცხვით 23 ადამიანია კლასტერში ინფიცირებული. უკვე გამოკვლეულია 103 კონტაქტი. 42 გადაყვანილია კარანტინში, დანარჩენები არიან ე.წ. შიდა კარანტინში“, - განაცხადა 2 ივნისს ამირან გამყრელიძემ.

კლასტერს 3 და 4 ივნისს თითო-თითო ინფიცირებული დაემატა, დღეს კი მათი რიცხვი კიდევ 2-ით გაიზარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა

"ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა ბოსტნეულის მოყვანით, ეს ძალიან მახარებს" - როგორ ატარებს პანდემიის დღეებს ზურა შევარდნაძე და რას ამბობს ახალ ტენდენციაზე

მგზავრებს პირბადის ტარება აეროპორტის გარდა, თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ - რა წესების დაცვით იქნება დასაშვები  ავიამგზავრობა?