ავტორი:

"არც მიფიქრია ამ სიაზე" - რა პასუხი აქვს გახარიას კითხვაზე, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის სათავეში

"არც მიფიქრია ამ სიაზე" - რა პასუხი აქვს გახარიას კითხვაზე, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის სათავეში

"ყველაფერი შესაძლებელია, ნუ ვჩქარობთ, არც მიფიქრია ამ სიაზე" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში იყოს.

გახარიას განცხადებით, ამ საკითხზე კონსულტაციები ადრეა, რადგან ხელისუფლებას ჯერჯერობით სხვა კონკრეტული ამოცანები აქვს.

„ყველაფერი შესაძლებელია, ან ყველაფერი არ არის შესაძლებელი. ნუ ვჩქარობთ. ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები - ეს არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს და არც მიფიქრია ამ სიაზე, ადრეა. რა დროს კონსულტაციებია. ჩვენ დღეს იმდენი მიმდინარე საკითხი გვაქვს საოპერაციო დონეზე გასაკეთებელი, საერთოდ არც გვიფიქრია ამაზე“,- განაცხადა გახარიამ.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - რა ხდება ოპოზიციაში; ხელისუფლების გეგმები

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი