ავტორი:

"არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ იყო... ამბობდა, სიმსივნე მაქვსო" - რას ამბობს მეუღლე გოგონაზე, რომელმაც სიღნაღში ჩვილი ქუჩაში დატოვა

"არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ იყო... ამბობდა, სიმსივნე მაქვსო" - რას ამბობს მეუღლე გოგონაზე, რომელმაც სიღნაღში ჩვილი ქუჩაში დატოვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დედამ ახალშობილი ქუჩაში დატოვა. იგი პოლიციამ იპოვა და საავადმყოფოში გადაიყვანა.

გოგონას მეუღლე AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ცოლის ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცოდა. მისი თქმით, 7 წელია ერთად ცხოვრობენ და ეს მათთვის პირველი შვილია.

"არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ იყო. ვიცოდი, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ფეხმძიმობის ამბავს არ მეუბნეოდა, მიმალავდა. ბავშვი თვალით არ მყავდა ნანახი. დილას იმშობიარა, სხვა არაფერი ვიცი... მითხრეს, რომ ბავშვი ცელოფნის პარკში იყო გახვეულიო. ხევის მაღლა იყო დატოვებული, როგორც მითხრეს.

არც ის გამიგია, როგორ იმშობიარა. ყავას ვსვამდი, საპირფარეშოში იყო საათნახევარი, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ მშობიარობდა... 7 წელია ერთად ვცხოვრობთ, სხვა შვილი არ გვყავს. ალბათ არ უნდოდა შვილი, მე მინდოდა, მაგრამ ეტყობა თვითონ არ უნდოდა" - ამბობს იოსებ ქუფარაშვილი.

ცნობისთვის, ამჟამად ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნული ინფორმაცია AMBEBI.GE - ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიტოვებას გულისხმობს.