ავტორი:

QEEBOO - სტეფანო ჯოვანიონის მიერ შექმნილი ახალი თაობის ბრენდი CASTELLO-ს ასორტიმენტში

QEEBOO - სტეფანო ჯოვანიონის მიერ შექმნილი ახალი თაობის ბრენდი CASTELLO-ს ასორტიმენტში

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დიზაინის სამყარო ყურადღებით ადევნებდა თვალყურს საყოველთაოდ ცნობილი იტალიელი დიზაინერის სტეფანო ჯოვანიონის და მისი შემოქმედებითი გუნდის ნაბიჯებს პროდუქტის კვლევისა და მარკეტინგული სტრატეგიის შექმნის პროცესში, რომელიც უკავშირდებოდა - ახალი თაობის ბრენდის სახელწოდებით ცნობილი QEEBOO-ს დაარსებას.

თავისი ბესტსელერებით ცნობილმა ს. ჯოვანიონიმ QEEBOO-ს ბრენდის ქვეშ შესძლო მსოფლიოს წამყვანი ისეთი კრეატიული დიზაინერთა ჯგუფის გაერთიანება, როგორიცაა: მარსელ ვანდერსი, მარკანტონიო, ანდრეა ბრანცი, დაი სუგასავა, რიჩარდ ჰატენი, სტუდიო ფრონი და სხვა. შედეგად, უკვე 2019 წლის მილანის ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე (Salone Del Mobile Milano) QEEBOO-მ თავისი ექსტრაორდინალური მიდგომით და ექსკლუზიური აქსესუარებით შესძლო გადატრიალების მოხდენა ინდუსტრიაში (სურათი მილანის გამოფენიდან).

კონცეფციამ, რომელიც ემყარება ფლორისა და ფაუნის სინთეზს მოიპოვა როგორც საყოველთაო აღიარება და სიმპატია მილანის გამოფენაზე, ისე ე.წ. Out of the Ordinary Objects-ის საერთაშორისო დიზაინის ჯილდო. დღეისათვის, ახალგაზრდა ბრენდი თავისი უნიკალური და ყოვლად განსხვავებული სტილით მსოფლიო მასტაბით გახლავთ დიზაინის ახალი მოდის აბსოლუტური ტრენდსეტერი, მისი საოცრად ლამაზი ნივთები და აქსესუარები კი ამშვენებენ მსოფლიოს საუკეთესო სახლებს, რეზიდენციებსა თუ ვილებს.

საქართველოში QEEBOO-ს ექსკლუზიური ექსპოზიციის უფლება მოიპოვა მულტიბრენდული ავეჯის შოურუმმა „Castello“-მ, რომელმაც მსოფლიოში შექმნილი მძიმე პანდემიური სიტუაციის მიუხედავად მოახერხა კოლექციის პრეზენტაცია დაგეგმილ დროზე ადრე.

QEEBOO-ს კოლექციაზე სასაუბროდ შოურუმში ვეწვიეთ მის დამფუძნებელსა და გენ. დირექტორს ივანე ნადაშვილს.

- ბოლო დროს „კასტელო“ ნამდვილად ანებივრებს ქართველ მომხმარებელს სიახლეებით და სიურპრიზებით. სულ რაღაც ორიოდე დღის წინ თქვენთან გაიმართა ლეგენდარული იტალიური განათების კომპანიის „MMLAMPADARI“-ის დიზაინერული ნაწარმის კოლექციის პრეზენტაცია. ამჯერად, გთხოვთ, ორიოდე სიტყვით გვიამბოთ QEEBOO-ს შესახებ.

- უპირველეს ყოვლისა, სიმბოლურია რომ QEEBOO და „Castello“ შეიქმნა ერთიდაიმავე პერიოდში დაახ. წელიწადნახევრის წინ. ამდენად, ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ქართულ ბაზარზე სწორედ ჩვენ გვერგო მისი ექსკლუზიურ დონეზე წარმოდგენის უფლება. დღეისათვის, ჩვენთან შოურუმში ქართველი მომხმარებლის კომფორტისთვის წარმოდგენილია QEEBOO-ს აბსოლუტურად ყველა ბესტსელერი, მათ შორის ე.წ. შეყვარებული ჟირაფების სერია (Giraffe in Love), ბაჭიების კოლექცია (Rabbit chair, Rabbit Tree) ნიკა ზუპანკის და მარსელ ვანდერსის დიზაინერული სავარძლები, დეკორატიული სანათები (Empire, Guru), რომლის შემუშავებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ანდრეა ბრანცი და დიზაინერული სტუდია სტუდიო ჯობი და ა.შ. „Castello“ როგორც ბრენდის ოფიციალური პარტნიორი QEEBOO-ს პროდუქციას სთავაზობს ქართველ მომხმარებელს ზუსტად იმ ფასში, როგორც ის იყიდება QEEBOO-ს ოფიციალურ ვებ.გვერდზე იტალიაში არც მეტი არც ნაკლები. მეორე მომენტი რომელსაც აუცილებლად მსურს გავუსვა ხაზი არის ის, რომ პროდუქცია იყიდება პირდაპირ QEEBOO-ს სასაწყობე სტოკიდან და მომხმარებელს ადგილზე ჩამოსდის შეკვეთის გაფორმებიდან 2 კვირაში, რაც ბოლო დროს მსოფლიოში შექმნილი პანდემიური საფრთხიდან გამომდინარე ძალზედ კომფორტულ ხდის მომხმარებელთან ურთიერთობას და მათ არ უწევთ 2-3 თვე პროდუქციის ლოდინი.

საკუთრივ ბრენდის ცნობადობაზე ვფიქრობ საუბარი ზედმეტია, ვინაიდან მისი რენომე და საერთაშორისო პოპულარობა დღეს მსოფლიოში უსწრებს მის სახელს. შესაბამისად, ჩვენთანაც ინტერესი მისი პროდუქციის მიმართ საკმაოდ მაღალია და უკვე გაფორმებულია ძალიან ბევრი შეკვეთა.

- რა სიახლეებს გვთავაზობს კიდევ „Castello“ და რით გაანებივრებს მომხმარებელს მომავალში.

- ჩვენი მომხმარებლისთვის გვაქვს კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი. კერძოდ, ივლისის ბოლომდე „Castello“-ს შოურუმში გაიმართება კიდევ ერთი ახალი იტალიური ბრენდის DIVANIDEA-ს რბილი ავეჯის საკმაოდ მოცულობითი კოლექციის პრეზენტაცია - ეს გახლავთ იტალიის საშუალო სეგმენტის რბილი ავეჯის გაყიდვების ლიდერი, რომლის ასორტიმენტშიც შედის როგორც გასაშლელი დიზაინერული დივნები, ისე სამეულები, კუთხის დივნები, სავარძლები და ა.შ. ბრენდი ძალზედ მომხიბლავია თავისი დიზაინით, ხარისხით და რაც მთავარია საფასო პოლიტიკით.

R

„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების  განვითარებას

კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ "ენერჯი დიეტა” ხელს უწყობს წონაში კლებას

პროექტი, რომელიც ყველას სუპერგმირად აქცევს - როგორ მივიღოთ მასში მონაწილეობა?