ავტორი:

"19 წლის შვილები ისე სცემა, დაალურჯა, წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო" - რას წერს მარიამ კუკუნაშვილი მოძალადე ბიძაშვილზე, რომელიც საკრებულოს წევრია

"19 წლის შვილები ისე სცემა, დაალურჯა, წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო" - რას წერს მარიამ კუკუნაშვილი მოძალადე ბიძაშვილზე, რომელიც საკრებულოს წევრია

სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და მის ბიძაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. კუკუნაშვილის ინფორმაციით, მიხეილ გრემელაშვილი ქალიშვილებზე ფიზიკურად ძალადობს, რის გამოც ერთ-ერთმა თავის მოკვლაც სცადა.

ცნობისათვის, გრემელაშვილი თელავის საკრებულოს წევრია.

"ხმას არ ვიღებ წლებია დედის ხათრით, გამზრდელი ბიცოლის ხათრით, ბებიის ხათრით, მაგრამ ამაზე გაჩუმება უკვე დანაშაულია! პრინციპში აქამდეც დანაშაული იყო. მინდა ყველა იცნობდეთ ჩემს ბიძაშვილს მიხეილ გრემელაშვილს - მან 19 წლის შვილები, გოგოები ისე სცემა, რომ დაალურჯა წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო. და ეს, ცოლ-შვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა, მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება.

უფროს გოგოს, სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რომლის წინ წერილი დაწერა არ დამმარხოთ, თეთრ ზეწარში გამახვიეთ და ისე გადამაგდეთ, ისეთ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ მეტს არც ვიმსახურებო. ფსიქოლოგებთან ტარების შემდეგ ძლივს გამოვიდა ბავშვი დეპრესიიდან. ბავშვები ამჟამად, ამ წუთებში პოლიციაში იმყოფებიან დაკითხვაზე და ისეთებს ყვებიან მამაზე, გაგიჟდებით...

კახეთის "ოცნების" საკრებულოს წევრი მოძალადე, ლაჩარი მიხეილ გრემელაშვილი დასაჭერია, ან ვინ მისცა ასეთ ზნედაცემულ კაცს იარაღი?! ჩამოართვით მამობის უფლება, გააშუქეთ ჟურნალისტებმაც, სანამ შემოაკვდება ეს ულამაზესი ცოლ-შვილი და ანგელოზივით ბავშვები... მე წავიყვან ბავშვებს!!! ფურთხის ღირსადაც არ მიმაჩნიხარ მიხეილ გრემელაშვილო... სესიაშვილის პროტეჟევ, სესიაშვილსაც უნდა მივწერო საკრებულოში შენნაირებს როგორ აჩერებენ" - წერს კუკუნაშვილი.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება და მიხეილ გრემელაშვილის შვილები გამოკიხვაზე იმყოფებიან. გამოძიება 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს..

"კვლევამ აჩვენა, რომ MRNA ვაქცინების გამოყენების შემდეგ სპერმის ხარისხს და მამაკაცის განაყოფიერების უნარს არაფერი ემუქრება!" - კულუმბეგოვი

"ახალი წითელი პორშე მაჩუქა, რომლის ნომერია LOVE" - მარიამ კუკუნაშვილს "ფეისბუქ-პოსტის" შემდეგ მეუღლე შეურიგდა

შორენა ბეგაშვილი კორონავირუსის წინააღმდეგ ქალიშვილთან ერთად აიცრა - ფოტოები