ავტორი:

რომელი ზებრა უყურებს კამერას? - თავსატეხი, რომელმაც სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანი დააბნია

რომელი ზებრა უყურებს კამერას? - თავსატეხი, რომელმაც სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანი დააბნია

ფოტოგრაფ საროშ ლოდჰის მიერ კენიაში გადაღებული სურათი ინტერნეტ მომხმარებლებისთვის ახალ თავსატეხად იქცა. მან ორ ზებრას კენიაში ფოტო გასულ წელს გადაუღო.

საროში ამბობს, რომ ზებრებისთვის არაერთი ფოტო გადაუღია და მუდამ ცდილობს კრეატიულად მიუდგეს საკითხს.

"როდესაც ეს ორი ერთად დავინახე, ფოტოების გადაღება და მათზე დაკვირვება დავიწყე. ერთად საოცარ სურათს ქმნიდნენ და როდესაც ერთმანეთს უკიდურესად მიუახლოვდნენ, სრული ილუზიური სურათი გადაიშალა ჩემ თვალწინ“, - ამბობს ფოტოგრაფი."ბიზნეს ინსაიდერთან" საუბრისას.

ეს ილუზია მის მიერ გადაღებულ ფოტოზეც ჩანს და რთულია გაარჩიოთ, რომელი ზებრა უყურებს კამერას.

მართალია, ეს ფოტო უკვე ერთი წელია არსებობს, მაგრამ სოციალურ ქსელში პოპულარული ბოლო ერთ კვირაში გახდა, როდესაც ტყის მცველმა და ფოტოგრაფის მეგობარმა, ის Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა და თავის მიმდევრებს ჰკითხა, თუ რომელი ზებრა იდგა წინ და რომელი უყურებდა კამერას.

Let’s see who can tell which Zebra is in front. Clicked & asked by friend @saroshlodhi. pic.twitter.com/RNAMBJrk1K
— Parveen Kaswan, IFS (@ParveenKaswan) July 8, 2020

საზოგადოების აზრი ორად გაიყო, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მარჯვნივ მდგომი ზებრა უყურებს კამერას, ზოგის აზრით კი, მარცხნივ მდგომი. ზოგიერთმა მიიჩნია, რომ ფოტო ხელოვნურია და ყოველივე გრაფიკული მონტაჟის შედეგია, თუმცა ფოტოგრამი ამას უარყოფს და ამბობს, რომ სურათი ნამდვილია და მის დასამუშავებლად არანაირი მანიპულაციისთვის არ მიუმართავს.

Which zebra is in front?

Left one or the right one? #wildlife #naturephotography #zebra #africa #masaimara #wildlifephotography pic.twitter.com/GVRErQMS1j
— Sarosh (@saroshlodhi) July 7, 2020

და ბოლოს, სწორი პასუხის დროც დადგა, თუ ფიქრობთ, რომ კამერას მარცხენა ზებრა უყურებს, თქვენ გაიმარჯვეთ. ფოტოს ავტორი ადასტურებს, რომ გადაღების მომენტში მისკენ სწორედ მარცხნივ მდგომი ზებრა იყურებოდა.

ბრიტანეთში იშვიათი კომეტა დააფიქსირეს, რომელიც დედამიწას 23 ივლისს მოუახლოვდება - შთამბეჭდავი ფოტოები

"ხანდახან ადამიანისგან ძალიან ბევრს ელოდები და იმედს გიცრუებს“ - როგორ აფასებს ლევან კობიაშვილი "მასტერშეფის“ მესამე სეზონს

"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით, ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია