ავტორი:

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ცირკთან 2 ტრანსგენდერ ქალს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ცირკთან 2 ტრანსგენდერ ქალს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ტრანსგენდერი ქალისთვის გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.ჩ. დააკავეს. მას ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2 ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბრალდებულის სახით დააკავეს.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა ხვალ იწყება

დიდუბეში კაცის ცხედარი იპოვეს

შსს განცხადებას ავრცელებს