ავტორი:

"ტყეში მშიერმა ხიდან გამოთლილი კაუჭებით მანიშნებლები აკეთა" - აჭარაში 85 წლის მოხუცი 5 დღიანი ძებნის შემდეგ სახლში უვნებელი დააბრუნეს

"ტყეში მშიერმა ხიდან გამოთლილი კაუჭებით მანიშნებლები აკეთა" - აჭარაში 85 წლის მოხუცი 5 დღიანი ძებნის შემდეგ სახლში უვნებელი დააბრუნეს

აჭარაში, ტყეში უგზო-უკვლოდ დაკარგული 85 წლის მოხუცი სახლში უვნებელი დაბრუნეს. მისი სამძებრო ღონისძიებები 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე წერს.

"5 დღიანი მშფოთვარე ძებნის პერიოდი დასრულდა და ტყეში უგზო-უკვლოდ დაკარგული 85 წლის ავთანდილ (ჰაიდარ) გვარიშვილი, წარმატებული სამძებრო სამუშაოების შედეგად, შინ უვნებელი დაბრუნდა.

რომ არა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო სიტუაციათა სამსახური და რიგითი მოქალაქეები ეს შემდეგი ვერ დადგებოდა. მადლობა ყველას!

5 დღე-ღამე გაძლო ამ მაგარმა კაცმა უსიერ ტყეში, მშიერმა და მწყურვალმა, მაგრამ სულიერი სიმტკიცე არ დაუკარგავს. ხიდან გამოთლილი ასეთი კაუჭებით მანიშნებლები აკეთა და ხეებზე ჩამოკიდა.

დღეიდან ეს ხის კაუჭი, როგორც ბრძოლისა და ძლიერების სიმბოლო ყოველთვის ჩემს გვერდით იქნება, ჩემს სამუშაო ადგილას და თუ ოდესმე გავიფიქრებ, რომ დავიღალე ან აზრი არ აქვს შრომას ან ბრძოლას, ამ კაუჭს შევხედავ და ყველაფერი რიგზე იქნება.

მშვიდობიანი ღამე ყველას" - წერს ქათამაძე.

"არ გვინდა ჯერ 500-კაციანი ქორწილები... ილუზია შეიქმნა, რომ კოვიდი დავამარცხეთ, არა, ბატონო!" - ამირან გამყრელიძის მიმართვა მოსახლეობას

"ჩემმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა: ბატონო ამირან, თურმე კოვიდი მთებში ისვენებსო" - ამირან გამყრელიძე

"ისახება გეგმა, რათა სწრაფად მოხდეს ყაზბეგში ეპიდაფეთქების ლოკალიზება" - ამირან გამყრელიძე