ავტორი:

შემზარავი ყაჩაღობა შუახევში - 64 წლის "ფოსტალიონი" ნიღბიანებმა ხეზე მიაბეს, სცემეს და პენსიის თანხა გასტაცეს: "ერთს უთქვამს, მოდი დანა გავუყაროთ და მოვკლათო..."

შემზარავი ყაჩაღობა შუახევში - 64 წლის "ფოსტალიონი" ნიღბიანებმა ხეზე მიაბეს, სცემეს და პენსიის თანხა გასტაცეს: "ერთს უთქვამს, მოდი დანა გავუყაროთ და მოვკლათო..."

დღეს დილით, შუახევში, სოფელ ჩანჩხალოდან მომავალი 64 წლის ნოდარ დავითაძე ორმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. ნოდარ დავითაძემ ამ სოფელში პენსიები დაარიგა და უკან, სახლში ბრუნდებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას batumelebi.netgazeti.ge ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაცით, დაშავებულს თან ჰქონდა თავისი სოფლის - სხეფის პენსიონერებისთვის გასაცემი თანხა - ოჯახის ახლობლის თქმით, „ზუსტად არ იცის, მაგრამ დაახლოებით 5-6 ათასი ლარი იქნებოდა“.

როგორც სააგენტო ახლობლებზე დაყრდნობით წერს, ნოდარ დავითაძე ჯერ ხეზე დააბეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს.

„ბოლოს ერთს უთქვამს, მოდი დანა გავუყაროთ და მოვკლათო. მეორეს უთქვამს, ისედაც მკვდარიაო. ფაქტობრივად, მაგათგან მოკლულია. ტელეფონიც დაუმტვრიეს. მერე, როცა გონს მოვიდა, როგორღაც მოახერხა ხიდან მოხსნა და შორიახლოს მდგომ სახლში მისვლა. იქედან დარეკეს“, - უყვებება სააგენტოს ნოდარ დავითაძის ახლობელი.

დაზარალებულს მრავლობითი ტრავმები აქვს თავის და ზურგის არეში. ახლობლების ინფორმაციით, ის ამბობს, რომ თავდამსხმელები ვერ ამოიცნო. ის ამ დროისთვის შუახევში, კლინიკაშია იმყოფება. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა შს სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

batumelebi.netgazeti.ge-ს ინფორმაციით, ნოდარ დავითაძე წლებია სოფლებს შორის ფეხით გადაადგილდება პენსიის დასარიგებლად. ის სოციალურად დაუცველია და ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემაც აქვს.

ლიბერთი ბანკში აცხადებენ, რომ ნოდარ დავითაძეს შშმ პირებთან დაჰქონდა პენსია. ბანკის განმარტებით, მათთვის უცნობია, რა ოდენობის თანხა გაიტაცეს ყაჩაღებმა. ბანკში დასძინეს, რომ ამ ფაქტის გამო არც ერთი პენსიონერი არ დაზარალდება და კუთვნილ თანხას ყველა მიიღებს.

ნოდარ დავითაძე კლინიკაში. ფოტო: სოსლან ზოიძე

თბილისში მაღაზია "სპარი" დააყაჩაღეს - დაკავებულია სამი პირი

"სასწრაფოს ექიმის ჩვენებით, ნელი დოროყაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა კანის მცირედი აქერცვლა, მან დაზიანების წარმომავლობა ვერ მიუთითა" - ბასილაშვილის ადვოკატი სასამართლო პროცესის დეტალებზე

"სამსახურებრივ ჩათში" მეგის თანამშრომლები წერენ, რომ მას აცრამდე ანალიზები წესრიგში არ ჰქონდა..." - რა ახალი დეტალები იკვეთება ექთნის საქმეში?