ავტორი:

ბახმაროში სასწრაფო  დახმარების ექიმებმა 67 წლის ქალს გაჩერებული გული აუმუშავეს -  "გზაში გული გაუჩერდა, სუნთქვაც შეწყვიტა..."

ბახმაროში სასწრაფო  დახმარების ექიმებმა 67 წლის ქალს გაჩერებული გული აუმუშავეს -  "გზაში გული გაუჩერდა, სუნთქვაც შეწყვიტა..."

ბახმაროში სასწრაფო დახმარების ექიმებმა 67 წლის ქალს გაჩერებული გული აუმუშავეს. ამის შესახებ "ფეისბუქი" პირად გვერდზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე წერს.

"ბახმაროში სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ 67 წლის ქალბატონს გაჩერებული გული აუმუშავა!

გიორგი გაბედავა: "გამოძახებაზე მისვლის დროს ქალბატონმა გვითხრა, რომ დაახლოებით 8 საათი ტკიოდა გული. იმ წამსვე გადავწყვიტეთ, რომ კლინიკაში გადაგვეყვანა. გზაში გული გაუჩერდა, სუნთქვაც შეწყვიტა...

დაუყოვნებლივ დავიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია. გაუჩერებლად ვატარებდით მანიპულაციებს და ბოლოს, ქალბატონის გულისცემა აღდგა, სუნთქვაც დაიწყო... ეს ჩემთვის უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ადამიანს გული ავუმუშავეთ.”

#გვეამაყება ჩვენი ეკიპაჟის წევრები - გიორგი გაბედავა, შორენა ლაბაძე და ნუგზარ ბენდელიანი, რომლებმაც კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. გილოცავთ წარმატებულ სამედიცინო მანიპულაციას და მადლობას გიხდით პროფესიონალიზმისთვის! -წერს სოციალურ ქსელში ავთანდილ თალაკვაძე.

ევა ბარბაქაძე შეყვარებულია - ვინ არის შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილის რჩეული (ფოტოები)

"სპორტი უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკისგან, სამწუხაროდ, ეს ხშირად  პირიქით ხდება", -  რა კომენტარს აკეთებს თორნიკე შენგელია მოსკოვში ჩასვლის შემდეგ

რას ყვება გოგონა, რომელსაც საფრანგეთში სწავლის  დროს ცხოვრებას პრეზიდენტი პირადი ხარჯებიდან დაუფინანსებს - "მას ხელით დაწერილი წერილი მივწერე"