ავტორი:

"კოტეჯი ჰქონდა, მდგმურებმა დაურეკეს, გვერდით მუშები გვაწუხებენო" - ვინ იყო რაჭაში მოკლული 29 წლის ბიჭი და რას ჰყვებიან მომხდარზე ადგილობრივები

"კოტეჯი ჰქონდა, მდგმურებმა დაურეკეს, გვერდით მუშები გვაწუხებენო" - ვინ იყო რაჭაში მოკლული 29 წლის ბიჭი და რას ჰყვებიან მომხდარზე ადგილობრივები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოტა ხნის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. 29 წლის ვლასი აბუთიძე 19 წლის ახალგაზრდებმა ცემით მოკლეს.

პოლიციამ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, დაკავებულები ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან არიან. ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

რაც შეეხება გარდაცვლილს, ვლასი აბუთიძეს მეუღლე და მცირეწლოვანი გოგონა დარჩა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გვიყვებიან, რომ ახალგაზრდას სოფელში კოტეჯი ჰქონდა, სადაც მდგმურები ჰყავდა.

"მდგმურებმა გარდაცვლილს დაურეკეს და დახმარება თხოვეს, რადგან გვერდით მყოფი მუშები მათ აწუხებდნენ. სავარაუდოდ, ადგილზე დაპირისპირება მოხდა, რაც მკვლელობით დასრულდა" - ამბობენ ადგილობრივები AMBEBI.GE-სთან საუბარში.

არსებული ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი ხელით არის გაგუდული.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს"

შსს მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის დაკავებისა და მძევლების გათავისუფლების კადრებს ავრცელებს

მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი დაკავებულია - შსს

"რომ გამოფხიზლდება, ვიცი, ძალიან ინანებს... დედა პოლიციამ წაიყვანა. საცოდავი, ლევანის მეტი არავინ ჰყავს" - რას ყვება მეზობელი მიკროსაფინანსოში შეჭრილ პირზე