ავტორი:

რა შეიძლებოდა გამხდარიყო შატილის გზაზე მიკროავტობუსის გადაჩეხვის მიზეზი? - ექსპერტების ვერსიები

რა შეიძლებოდა გამხდარიყო შატილის გზაზე მიკროავტობუსის გადაჩეხვის მიზეზი? - ექსპერტების ვერსიები

23 აგვისტოს შატილის გზაზე დატრიალებულ ტრაგედიას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

შეგახსენებთ, რომ ტურისტული კომპანია treveler.ge-ს კუთვნილი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ერთდღიან ტურს ახორციელებდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სავარაუდოდ, მძღოლი ცდილობდა იქ გაჩერებულ მანქანასთან დაჯახებით შეეჩერებინა მიკროავტობუსი. "შეიძლება ტექნიკური პრობლემა იყო და დაღმართზე დიდი სისწრაფით დაგორდა მანქანა. სავარაუდოდ, მძღოლი ცდილობდა იქ გაჩერებულ მანქანას დაჯახებით შეეჩერებინა მიკროავტობუსი, არ ვიცი. ადგილს მუხრუჭის კვალი ეტყობოდა, მაგრამ მოხვევის კვალი არ იყო. ალბათ, გაეჭედა რამე" - განაცხადეს ადგილობრივებმა. მომხდარის მიზეზების დადგენა ამ დრომდე მიმდინარეობს. გარდაცვლილების ახლობლები მომხდარზე პასუხისმგებლობას ტურისტულ კომპანიას აკისრებენ. ახლობლების ვარაუდით, მიკროავტობუსი გამართულ მდგომარეობაში, მგზავრთა უსაფრთხოების ნორმები კი დაცული არ იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიკროავტობუსს, რომელსაც შატილში ტურისტები გადაჰყავდა, ტექდათვალიერება, სავარაუდოდ, გავლილი არ ჰქონდა.

მომხდარი ტრაგედიის სავარაუდო ვერსიებზე ვესაუბრეთ საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტებს:

დავით მესხიშვილი, "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე:

"საერთოდ, ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ გამოძიება, გარდა მძღოლის ბრალეულობისა, არასდროს არ გადის სხვა ფაქტორებზე. ზოგადად, შეიძლება იყოს ინფრასტრუქუტრული პრობლემა, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა და ა.შ. ასეთია ჩვენთან არსებული გამოცდილება, ეს საქმე კი უფრო სიღრმისეულადაა გამოსაძიებელი.

ჩემი ინფორმაციით, ამ მიკროავტობუსს ტექდათვალიერება გავლილი არ ჰქონია. აქ ჩნდება კითხვა - როგორ გადაადგილდებოდა ტექდათვალიერება გაუვლელი მიკროავტობუსი ჩვენს გზებზე, თუ კანონის აღსრულება სათანადო დონეზეა? ჩვენ გადავამოწმეთ კამერები აგვისტოს დასაწყისში და ტექდათვალიერების გაუვლელობაზე არც ერთი კამერა არ რეაგირებს". იხილეთ სრულად

"სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც მაწევანს უკავშირდება" - ადვოკატის თქმით, გასაჯაროებული ვიდეომასალა არასრულია

"მესმის, ისიც ახალგაზრდაა, მაგრამ თავზე ვერ დავისვამ" - როგორია გოგი თოფაძის შვილიშვილის მდგომარეობა და რომელ ქვეყანაში უმკურნალებენ მას

"ქუვეითში ცხოვრება ნულიდან დავიწყე" - შეიხებთან დაახლოებული ქართველი ქალის ბომონდური ცხოვრება მდიდრულ ქვეყანაში