ავტორი:

"შმატრიოტები" - რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში" "პატრიოტთა ალიანსზე", რომლის საარჩევნო ბანერზეც აჭარა ოკუპირებული რეგიონების მსგავსადაა მონიშნული

"შმატრიოტები" - რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში" "პატრიოტთა ალიანსზე", რომლის საარჩევნო ბანერზეც აჭარა ოკუპირებული რეგიონების მსგავსადაა მონიშნული

"შმატრიოტები” – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო ბანერს, რომელიც აჭარაშია განთავსებული.

აღნიშნულ ბანერს ასევე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

"სიმართლე გითხრათ, თავიდან "ფეიკი" მეგონა. ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ!“ - წერს მამუკა მდინარაძე ფეისბუქში.

შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსმა“ საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: "დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

"თუ ის დაკარგული რუკა იპოვეს, რაც მე მგონია, მაშინ მასზე საზღვარი კარგა შორს გადის დავით გარეჯის სადაო მონაკვეთიდან" - ექსპერტი

"საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლად მოახდინოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის რატიფიკაცია" -  კელი დეგნანი

LIVE - Newsroom-ის სტუმარები არიან ირმა ნადირაშვილი და ლევან ხაბეიშვილი