ავტორი:

პოლიციელი, რომელიც 12 წლის ბავშვს დაეჯახა, ბრალდებას აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს - ადვოკატი

პოლიციელი, რომელიც 12 წლის ბავშვს დაეჯახა, ბრალდებას აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს - ადვოკატი

სამართალდამცავი ირაკლი ცომაია, რომელიც ლისის გზაზე პატრულის ავტომანქანით ქვეითად მოსიარულე 12 წლის ბავშვს დაეჯახა, ბრალს აღიარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დაკავებული პოლიციელის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ მიიჩნევს და თვლის, რომ ეს მისი მხრიდან ერთადერთი და სწორი პოზიციაა.

„ირაკლი ცომაიას ბრალდება საგზაო მოძრაობის წესების უსაფრთხოების დარღვევისთვის წარედგინა. სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევს, რომ ცომაიამ უსაფრთხოების წესების დაცვა ვერ უზრუნველყო და ამას ეს უბედური შემთხვევა მოჰყვა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია ასეთი გახლავთ - ის ბრალდებას აღიარებს და თავს ცნობს დამნაშავედ. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოში შუამდგომლობას შეიტანს და ველოდებით სხდომას.

თუ რაში გამოიხატება უსაფრთოხოების წესების ვერ უზრუნველყოფა, ეს ბრალდების დადგენილებაში არ წერია, ეს დეტალები ექსპერტიზის დასკვნაში დაზუსტდება.

ვერ გეტყვით, რომ ცომაიას მდგომარეობა გაუმჯობესდა, ის მიიჩნევს, რომ ეს მისი ერთადერთი, სწორი და შესაბამისი პოზიციაა, რომ ბრალს აღიარებს. მოგეხსენებათ, ცომაია პოლიციელია და ის პოლიციელის მუნდირიდან გამომდინარე და როგორც ადამიანი, თვლის, რომ ეს არ არის საკითხი, სადაც მან რამე გარემოებაზე უნდა იდაოს, ან ბრალდებას რამე ფორმით შეეწინააღმდეგოს“, - განაცხადა ყავლაშვილმა.

ცნობისთვის, შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა, რა დროსაც, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

"ამბობს, არ მინდა, ჩემმა 12 წლის შვილმა გაიაროს იგივე გზა, რაც მეო" - ადვოკატის თქმით, თავდამსხმელს ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა და ფულს არ ითხოვდა

შსს მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის დაკავებისა და მძევლების გათავისუფლების კადრებს ავრცელებს