ავტორი:

"გამოჩნდა ბაჩანა-2 ემზარ საბანაძის სახით, რომელმაც დააყენა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი" - თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში გამოკითხეს

"გამოჩნდა ბაჩანა-2 ემზარ საბანაძის სახით, რომელმაც დააყენა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი" - თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში გამოკითხეს

დღეს თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში იმყოფებოდა. როგორც გაცხადდა, გამომძიებლებს მასთან შეკითხვები ჰქონდათ მის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც თეონა თამაზაშვილმა მისი შვილის იარაღით ვაჭრობასთან კავშირზე გააკეთა.

"გამოჩნდა ახალი ფიგურანტი ბაჩანა-2 ემზარ საბანაძის სახით, რომელმაც დააყენა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი და ამის საფუძველზე ხდება ჩემი დაკითხვა", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე.

შეკითხვაზე, დაასახელებდა თუ არა იმ სამ მაღალჩინოსანს, რომლებზედაც ის განცხადებაში საუბრობდა და რომლებიც, მისი თქმით, იარაღით ვაჭრობაში არიან ჩართულნი, თეონა თამაზაშვილმა უპასუხა: "არა, ეს გამოძიებამ უნდა დაასახელოს და დოკუმენტი წარადგინოს ამაზე, თორემ მე რომ მქონოდა ის ფლეშკა, ამით დავასაბუთებდი და დავასახელებდი იმ ადამიანებს".

პროკურატურაში შესვლამდე ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმაც გააკეთა კომენტარი. მან განმარტა, რომ "პროკურატურამ თეონა თამაზაშვილი დაიბარა იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან აქციაზე გააკეთა გარკვეული ჩინოვნიკების იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით. ამაზე ის დეტალურად გასცემს პასუხს იმ კითხვებზე, რა კითხვებიც ექნება გამოძიებას".

ცნობისათვის, თეონა თამაზაშვილმა 30 აგვისტოს პროკურატურასთან გამართულ აქციაზე განაცხადა: "აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოვუწოდებ, დაინტერესდნენ და საქართველოს მთავრობას მოსთხოვონ იმ სამი მაღალჩინოსნის შესახებ ფაილები, რომლებიც ჩემმა შვილმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ზუსტადაც ამიტომ, იარაღის შესაძენად გადაარიცხინეს ჩემს შვილს მილიონები სხვადასხვა კომპანიებიდან. იარაღს, მოგეხსენებათ, დიდი თანხა სჭირდება და სუს-იც ზუსტად ამიტომ არის ჩართული ჩემი შვილის მოშორების ამბავში”.

ამ განცხადების საპასუხოდ, AMBEBI.GE-სთან საუბარში საერთაშორისო კანონმდებლობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და პენიტენციური სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა ემზარ საბანაძემ განაცხადა, რომ: "ეს ქალბატონი აუცილებლად დასაკითხია და იგი ვალდებულია დაასახელოს წყარო. ამ პიროვნებამ ეს ინფორმაცია თუ არ დაადასტურა, ამ შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, ამ ქალბატონის ქმედება რა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მან ან წყარო უნდა დაასახელოს და ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ორგანოს, ან უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ვინმემ აუხსნას ქალბატონს, რომ მისი ქმედება ანტისახელმწიფოებრივია და შესაძლოა, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს".

"ეს იყო მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, რაც სატელიტის ჩანაწერებმაც ზუსტად დაადასტურა" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"უკვე გარდაცვლილი იყო, უბრალოდ, აპარატზე ჰყავდათ შეერთებული და ბიუჯეტიდან თანხის ამოწურვას ელოდნენ" - დედა 26 წლის ქალიშვილის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს

გუკა რჩეულიშვილი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა