ავტორი:

"მამაპაპისეული სახლის შეკეთებაზე უარი მივიღეთ... ავედით გომის მთაზე და ჩვენს თვალწინ გადაიშალა მშენებლობათა მასშტაბური პეიზაჟი" - რას წერს ცნობილი ექიმი "ფეისბუქში"

"მამაპაპისეული სახლის შეკეთებაზე უარი მივიღეთ... ავედით გომის მთაზე და ჩვენს თვალწინ გადაიშალა მშენებლობათა მასშტაბური პეიზაჟი" - რას წერს ცნობილი ექიმი "ფეისბუქში"

ექიმი ონკოლოგი და გენეტიკოსი ალექსანდრე თავართქილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:

"არ გამოდგეს, ყვავი ქორად, არც უგვარო გვარის სწორად"

ყველა ჩემს მეგობარს და ახლობელს მოეხსენება, რომ არასოდეს სოციალურ ქსელში არ დამიწუწუნია არაფერზე, არც ვინმეს მიმართ აგრესია გამომიხატავს, თუმცა დღეს რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ერთგვარად მაგონებს ოსკარ უაილდისეულ შეგონებით სავსე და ამავდროულად სატირული ჟანრის მოთხრობას. მინდა, რომ ვისაც დრო გექნებათ არ დაიზაროთ და ბოლომდე წაიკითხოთ.

მაშ ასე, ავიღე შვებულება 10 დღით და წავედი გურიაში, წავიღე უამრავი ინტელექტუალური სამუშაო და შეძლებისდაგვარად მუდმივად სატელეფონო კონტაქტზე ვარ პაციენტებთან. გურიაში არის ასეთი მთის კურორტი, სახელწოდებით, გომის მთა, სადაც გვაქვს მამაპაპისეული ძველი ქოხი, იქ არის არაჩვეულებრივი ბუნება, ჰავა, მცენარეები, ცხოველები, ფრინველები, ანუ პირველყოფილი სიმშვიდე რაც საოცარი ენერგიით მავსებს (სულ 2-3 დღე) ვახერხებ წელიწადში იქ ყოფნას. აღმოჩნდა, რომ. შარშან თოვლმა ქოხი საგრძნობლად დააზიანა და გადავწყვიტეთ მისი შეკეთება, საძირკვლის გამაგრება და კედლების ფორმაში მოყვანა. ვიყიდეთ სამშებებლო მასალები დავტვირთეთ მანქანა და აღმოჩნდა, რომ თურმე მშენებლობები გომის მთაზე აკრძალულია, მაშინ მე ვიკითხე საკუთარი მამაპაპისეული სახლის შეკეთება, რომლის მემკვიდრეობის სრულყოფილი დოკუმენტაციაც გვაქვს, რაზეც ასევე კატეგორიული უარი მივიღეთ, ამ ეტაპზე არ შეიძლებაო.

მოკლედ ავედით გომის მთაზე მასალების გარეშე და ჩვენს თვალწინ გადაიშალა მშენებლობათა (თან ახალი სახლების) მასშტაბური პეიზაჟი. მოვიკითხე თუ როგორ მიიღეს ამათმა ნებართვა და პასუხად მივიღე ასეთი რამ, გამოკითხულთა 100% ისაგან:

მოკლედ, ღამის 4 საათზე უნდა გაიყვანო მანქანა სამშენებლო მასალებით, "გამშვებ პუქტზე" (წინასწარ შეთანხმებით) ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელს "ლევად" უნდა გადაიხადო 500 ლარი და ის გიშვებს საკუთარ სახლში, რომ მინი რემონტი ის რომ სახლი არ დაგეგნგრეს ჩაატარო. ნუ ... კომენტარი თქვენთვის მომინდია... წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდები რაღაც გაუგონარი კანონით 1000- დან 25000 -ლარამდე. მოკლედ, ქრთამის მიცემას ვარჩიე ჯარიმის გადახდა და გავუდექით გზას. ეგრეთწოდებულ "პოსტზე" გომისმთის ასასვლელთან გაგვაჩერეს ვერ გაგატარებთო, კანონი გიკრძალავთ "საკუთარი სახლის შეკეთებასო" , ბევრი დისკუსიის შემდეგ ცივილურად გამოვიძახე პოლიცია, რომელსაც ვუხდი დიდ მადლობას სრულად ეკიპაჟს და მთლიანად ოზურგეთის პოლიციის მმართველ გუნდს არნახული გულისხმიერებისთვის და პოლიციის ნებართვით გაგვატარეს, თუმცა დაახლოებით 1 საათის სავალ გზაზე უკან წამოგვეწია ცოფიანი სინდიოფალასავით მოსრიალე მანქანა, გვიბრძანეს გაჩერება და უკან მობრუნება (გამახსენდა სიუჟეტი ფილმიდან "პალიასტომის ტბა" კაციას სიტყვები - "არც ერთი ტივი ფოთისაკენ!!!" და შემდეგ ტივების დაჩეხვა ნაჯახით და მოგეხსენებათ, შემდგომი გაგრძელება ფილმის), ვიკითხეთ ამ "მცოცავი" ჯგუფის წარმომავლობა (თუმცა რამდენიმე ღირსეული ადამიანიც იყო იქ, როგორც ჟან-ჟაკ რუსო იტყოდა - "მტაცებლური საზოგადოების ადამიანი-მსხვერპლი") და "მეთაურმა მითხრა", რომ ის იყო ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და მოქმედებდა ოზურგეთის "მუნიციპალური სამსახურის" (გურულად რომ ვთქვა, ტერმინებში "ოქროსავით" ერკვეოდა) დავალებით (ჩემდა სამწუხაროდ).

შესაბამისად, მივიტანეთ მასალა დანიშნულების ადგილას და დავასაწყობეთ, რის გამოც გამომეწერა ჯარიმა 1000-დან 2000 ლარამდე (ზუსტ ციფრს სასამართლო გაცნობებთო), ხოლო ხვალ რომ სახლის რესტავრაციას დავიწყებ (წინასწარ ვაანონსებ), თურმე 25000 ლარით დამაჯარიმებენ (ასე რომ თქვენი იმედი მაქვს , სახლი უნდა შევაკეთო თორემ თოვლი დაანგრევს). საუბრისას გაირკვა, რომ:

1. პირველი დაჯარიმებული ვარ გომისმთის ისტორიაში

2. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა თუ "მოვილაპარაკებთო", მაგრამ მე ეს გზა ვარჩიე

3. სამწუხაროდ "მწვავე ჰიპოთალამური უკმარისობით" შეპყრობილ "ყოვლისმცოდნე" ბიძიას რომ ვუთხარი, ეს სახლები როგორ შენდება ირგვლივ ჯარიმების გარეშე-მეთქი (მათ შორის ერთის საძირკველი ვიღაცას ჩემს ეზოში ჩაუსხამს) მითხრეს, რომ ყველას დავაჯარიმებთო ახლა პირველი თქვენ "გამოგიჭირეთო". კარგით, ჩინოვნიკო ბიძიებო, მანამ არაფერი გეტკინოთ სანამ მე ჯარიმებს გადავიხდი, მე მჯერა ჩვენი მართლმსაჯულების თუ არა იცის ჩემმა მეგობრებმა სტრასბურგიც ნაცნობი მხარეა ჩემთვის, მაგრამ გახსოვდეთ, როგორც დიდი სერგო ზაქარიაძე ამბობს ფილმში "შეხვედრა წარსულთან" - "დიდგულა ქორი, ქანდარაზე ჩამეიხრჩვაო" , ასე რომ მე მუდამ ხალხის სამსახურში მყოფ ადამიანს ნუ მედიდგულებით...

მე ალეკო თავართქილაძე 24-საათიან რეჟიმში ხალხის და ახალგაზრდა ექიმების აღზრდის სამსახურში ვარ, მე 2009 წლიდან წარმოვადგენ საქართველოს მედიცინის მიღწევებს მოხსენებების სახით მსოფლიოს 47 ქვეყანაში, მე 2012 წლიდან ვმონაწილეობ ჯანდაცვის კანონპროექტების შემუშავებაში და კიდევ აღარ ჩამოვთვლი თავის ქებაში ჩამოერთმევა დანარჩენზე საზოგადოება ისაუბრებს...

აქვე მინდა ნიზამი გაჯელის ერთი ლექსით დავასრულო:

"კარგი რამეა ცხოვრება,რომ არ გახადო საზარი,არ გაახურო არასდროს ღორმუცელობის ბაზარი.კაცს ალხენს შრომა ნამდვილი, განა ადვილი ფაცური.არ დაგავიწყდეს კაცი ხარ, საქმე იცოდე კაცური!იმას გაირკვა ცხოვრება, თავს ბედი იმან აღირსა,ვინაც სიხარბის ბედაურს არ ანებებდა აღვირსა.ისე იცხოვრე ამ ქვეყნად, ჩემი რჩევაა გზიანი,შენ გაიხარო, მაგრამ სხვას, არ მიაყენო ზიანი!

P.S. რას ვიზამ მე ერთი უბრალო ადამიანი, ეს ჭავჭავაძის, სარაჯიშვილის და ბევრი სხვა მსგავს გენიოსთა ქვეყანაა...მაპატიეთ, რომ თავს მოგახვიეთ მაგრამ გული ძალიან მეტკინა ... მხოლოდ უსამართლობაზე ..."

"ჩემს ყველა დადებით თვისებას CoVID-19-იც შეემატა..." - რას წერს "იმედის" თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა

"პედიატრი, მამა გაბრიელით რომ მწყევლა, სამსახურიდან დაითხოვეს, მორიგეობებს ჩამოაშორეს ტრავმატოლოგიც" - რა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში