ავტორი:

"რა ვქნათ, ცოცხალი ადამიანები ვართ, ლაღი ერი ვართ, იტალიელებს და ესპანელებს ვგავართ" - თენგიზ ცერცვაძე ქორწილში მყოფის დაინფიცირებაზე

"რა ვქნათ, ცოცხალი ადამიანები ვართ, ლაღი ერი ვართ, იტალიელებს და ესპანელებს ვგავართ" - თენგიზ ცერცვაძე ქორწილში მყოფის დაინფიცირებაზე

რა ვქნათ, სიმართლეს თვალებში შევხედოთ. ცოცხალი ადამიანები ვართ, ქართველები ლაღი ერი ვართ. ამით უფრო ვგავართ იტალიელებს და ესპანელებს, ვიდრე სკანდინავიელებს, ან გერმანელებს, - ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვითაც გასულ კვირას ქორწილში მყოფ ორ სტუმარს ახალი კორნავირუსი დაუდასტურდა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ვირუსთან მიმართებით ქვეყანაში კონტროლი მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ რომ იმაზე მეტი ძალა გამოიყენოს, ვიდრე დღეს საჭიროა, მაშინ ამას სხვა გართულებები ექნება, რაც დიდ დისკომფორტს გამოიწვევს მოსახლეობაში.

"ხელისუფლება ცდილობს, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენოს ის ინტერვენცია, რომელიც იმ მომენტში საკმარისია, იმისთვის, რომ ინფექცია მთელ ქვეყანაში არ გავრცელდეს. ამას ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ახერხებს. ოპტისმისტი ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოვახერხებთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ზედმეტად გავთამამდეთ და უგულებელვყოთ საფრთხე. ჩვენ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რასაც მივაღწიეთ და უნდა შევასრულოთ ელემენტარული რეგულაციები, რომელიც გაწერილია.

ეს რეგულაციები, დამიჯერეთ, არ არის ისეთი, რომ შეუძლებელი იყოს მისი შესრულება. ესაა პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა დახურულ სივრცეში, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, სანიტაიზერებით ხელის ჰიგიენა. ეს მინიმალური შეზღუდვებია და როგორღაც, ნუ გავატანთ ქარს იმას,რასაც მივაღწიეთ. მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ყველანაირი საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ყველა საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს თვითონ შეიცავს უდიდეს საფრთხეს. ეს არ უნდა გავაკეთოთ, ნუ ჩავთვლით, რომ ყველა საფრთხემ ჩაიარა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კითხვაზე, მიუხედავად შემთხვევების დაფიქსირებისა ხელისუფლებამ ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიიღო, ეს ხომ არ უკავშირდება პოლიტიკას, თენგიზ ცერცვაძე პასუხობს, რომ არა.

:არა, იმიტომ, რომ თავიდან, როდესაც პანდემია იწყებოდა რისკის მოლოდინი მაშინ მეტი იყო. არავინ ვიცოდით, რა კანონზომიერებით განვითარდებოდა ეს პანდემია. საფრთხე იყო იმისა, რომ საგანგებო ზომების გარეშე დაავადებას საქართველოში მასიური გავრცელების სახე მიეღო. ახლა, მთელმა მსოფლიომ შეიძინა გამოცდილება, მათ შორის ჩვენც, თუ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, რა შემთხვევებში. ამ გამოცდილების საფუძველზე ექიმებიც და სამთავრობო გუნდიც ვთვლით, რომ ამ მოცულობის მატება და ისიც, რომ ზოგიერთ ლოკალიზაციაზე არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ქვეყნისთვის, არ მოითხოვს საგანგებო ზომებს და ჩაკეტვას. ქვეყანამ ისწავლა პანდემიის მართვა მათ შორის კლინიკური სექტორი გაცილებით მომზადებულია და დღეში, ის ორი თუ სამი ათეული შემთხვევა კლინიკური სექტორისთვის რაიმე დიდ დატვირთვას არ წარმოადგენს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

უნივერსიტეტებში ყველასთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება

კარანტინის რეჟიმი 8 დღემდე შემცირდება?

"უკვე გაიღვიძა, შოკი აღარ არის" - ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა