ავტორი:

ათასობით ფერადი ვარსკვლავის უჩვეულო კლასტერი, რომელსაც ფუტკრებს ადარებენ - ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული ახალი შთამბეჭდავი ფოტოები

ათასობით ფერადი ვარსკვლავის უჩვეულო კლასტერი, რომელსაც ფუტკრებს ადარებენ - ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული ახალი შთამბეჭდავი ფოტოები

ჰაბლის ტელესკოპი, რომელსაც განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, NASA-მ 1990 წელს გაუშვა ორბიტაზე. მას შემდეგ, დედამიწაზე კოსმოსიდან ის ბევრ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას გზავნის. ასევე გზავნის შთამბეჭდავ ფოტოებაც, რომელთა საშუალებითაც კოსმოსურ სამყაროზე წარმოდგენა გვექმნება.

ჰაბლის ტელესკოპის მიერ გამოგზავნილი ახალი ფოტო ულამაზესია და დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებშიც. სურათზე ათასობით ფერადი ვარსკვლავის გროვაა აღბეჭდილი და თან ისე, რომ იქმნება ილუზია, თითქოს მათ შორის მანძილი უმცირესია.

"თითქოს ფუტკრები სკაში ირევიან“, - ასე აღწერენ მეცნიერები სურათს.

როგორც BBC წერს, ვარსკვლავების ფერებს შორის განსხვავება ამ ფოტოზე ყველაზე კარგადაა ასახული. აქ შენიშნავთ ცისფერ ვარსკვლავებსა და ულტრაიისფერ შუქში გარდამავალ კაშკაშა ფერის ვარსკვლავებს, ასევე ხედავთ წითელი შეფერილობის ვარსკვლავებსაც.

ევროპის კოსმოსურ სააგენტოში ამბობენ, რომ ჩვეულებრივ ვარსკვლავების მსგავსი განლაგების დროს საქმე გვაქვს ერთ პერიოდში გაჩენილ ვარსკვლავებთან, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევას "უჩვეულოს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ შესაძლოა, საქმე ეხებოდეს ვარკვლავების ორ სხვადასხვა პოპულაციას, რომელთა წარმოქმნას შორის სავარაუდოდ მილიონობით წლებია.

ჰაბლის ტელესკოპი NASA-მ ორბიტაზე 30 წლის წინ გაუშვა და ამ დროის განმავლობაში ის დედამიწაზე ინფორმაციასა და შთამბეჭდავ ფოტოებს გზავნის. ტელესკოპს აქვს შესაძლებლობა, რომ ფოტოები გადაიღოს ინფრაწითელი განათებით, სწორედ ამის გამო შესაძლებელი ხდება ნისლისა და მტვრის მიღმა არსებული ობიექტების დანახვა.

ტელესკოპი 13.3 მეტრის სიგრძისაა და დაახლოებით 11 ტონას იწონის.

დაათვალიერეთ ტელესკოპის მიერ კოსმოსიდან გამოგზავნილი სხვა ფოტოებიც:

"ის გერმანიაში გადასახლებას არ აპირებს" - ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

გრენლანდიაში ყინული რეკორდულად სწრაფად დნება და გიგანტური აისბერგი ნაწილებად იშლება - თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები