ავტორი:

"ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას მხარს უჭერენ" -  რა განაცხადა ლავროვმა თინა კანდელაკის გადაცემაში

"ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას მხარს უჭერენ" -  რა განაცხადა ლავროვმა თინა კანდელაკის გადაცემაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 17 სექტემბერს ტელეკომპანია RTVI-ის ჟურნალისტს თინა კანდელაკს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ისაუბრა როგორც საერთაშორისო დიპლომატიის საკითხებზე, ასევე საქართველოსთან ურთიერთობის პერსპექტივის შესახებ.

"მჯერა, რომ საქართველოსთან ურთიერთობა აღდგება"

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

თინა კანდელაკი:

- სერგეი ვიქტოროვიჩ, მე როგორც ქართველმა, მინდა გკითხოთ: განა დრო არ არის საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გამარტივდეს? უკვე ქართველების მეორე თაობა იზრდება, რომლებსაც რუსეთი არ უნახავთ. როგორ ფიქრობთ?

სერგეი ლავროვი:

- ქართველებს დღესაც შეუძლიათ რუსეთში მოსვლა ვიზით, რომლის აღებისათვის მიზეზების ჩამონათვალი გაფართოებულია. ამჟამად პრაქტიკულად არანაირი შეზღუდვა არ არსებობს რუსეთში შემოსასვლელად. ვიზებს გასცემს ჩვენი ინტერესების სექცია თბილისში, შვეიცარიის საელჩოში. რაც შეეხება უვიზო რეჟიმს: როგორც თქვენთვის ცნობილია, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვიყავით იმისათვის მზად, რამდენიმე ნაბიჯი გვაკლდა, რომ უვიზო რეჟიმი გამოგვეცხადებინა, მაგრამ მოხდა ის შემთხვევა რუსეთის ფედერალური საკრებულოს დელეგაციასთან დაკავშირებით, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე იყო ჩასული თბილისში - დელეგაციის ხელმძღვანელი ჯერ სავარძელში ჩასვეს, შემდეგ ამის გამო პრაქტიკულად შეეცადნენ ძალის გამოყენებას...

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან აღდგება, აეწყობა. ჩვენ ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას მხარს უჭერენ. ჯერჯერობით ისინი პატარა პარტიების სახით არიან მმართველ ელიტაში. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ჩვენი ტრადიციული ისტორიული სიახლოვე, ჩვენი ხალხების ურთიერთლტოლვა გაიმარჯვებს. ის პროვოკატორები კი, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს ნორმალურ გზაზე დაბრუნებას, შერცხვენილნი იქნებიან. გააგრძელეთ

"მხოლოდ გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანს შეიძლება სჯეროდეს, რომ საგამოძიებო კომისია 6 თვის შემდეგ რაიმეს დაადგენს" - სამადაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"