ავტორი:

"დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა ჰკითხა, "როგორ კარგადაც იცის შაქარაშვილმა სირბილი, ასე კარგად თუ იცის ცურვაო" - ადვოკატი გუკა ამირხანაშვილის დაკითხვის დეტალებზე

"დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა ჰკითხა, "როგორ კარგადაც იცის შაქარაშვილმა სირბილი, ასე კარგად თუ იცის ცურვაო" - ადვოკატი გუკა ამირხანაშვილის დაკითხვის დეტალებზე

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მეგობრის, ე.წ. ოქროს მოწმის გურამ ამირხანაშვილის დაკითხვა დასრულდა. მას სასამართლოს ტერიტორია ისე დაატოვებინეს, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ამირხანაშვილის ადვოკატის ეკა ხუციშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი „ტოიოტა ქამრიში" არჩილ გაგნიძის მითითებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩაჯდა.

"თავდაპირველად გაგნიძემ უთხრა ჩამჯდარიყო მანქანაში და ჩაჯდა. დანარჩენებს ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ არც გაუპროტესტებიათ. მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა ეს, რა თქმა უნდა, მას არ სურდა ჩაჯდომა. ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა", - განაცხადა ხუციშვილმა.

კითხვაზე, ჰკითხა თუ არა მას არჩილ გაგნიძემ, "შაქარაშვილმა ცურვაც ისევე კარგად იცოდა თუ არა, როგორც სირბილი", ადვოკატი პასუხობს, რომ ამირხანაშვილმა აღნიშნული ფაქტი დაადასტურა.

"ეს დაადასტურა, გაიმეორა, ერთ-ერთმა რომ ჰკითხა, "როგორ კარგადაც იცის სირბილი, ასე კარგად თუ იცის ცურვაო", - აცხადებს ადვოკატი.

მისივე განმარტებით, ამირხანაშვილმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ არ იცოდა და პოლიციაშიც ამიტომ არ დაურეკავს.

"გაუჩნდა განცდა, რომ ის იპოვეს პირველი და განცდა გაუჩნდა, რომ შაქარაშვილს საფრთხე არ ემუქრებოდა, ამიტომ არ განაცხადა პოლიციაში და დაურეკა მეგობარს, რომ წასულიყო და შაქარაშვილი წამოეყვანა. როცა დილით მოიკითხა და გამოჩენილი არ იყო, ოჯახს იმ ინციდენტის შესახებ შეატყობინა, რაც მოხდა", - განაცხადა ხუციშვილმა.

დაკითხვის დეტალებზე ისაუბრა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ლ..შ.-ს ადვოკატმა ზაქრო გვიშიანმაც.

მისი თქმით, გურამ ამირხანაშვილს მისი მეგობარი გიორგი შაქარაშვილი სრულყოფილად არ მოუძებნია, არ გაურკვევია სად იყო. ლოგიკურია, რომ ამ ფაქტის შესახებ მას პოლიციაში იმავე დღეს უნდა განეცხადებინა.

"პროცესზე დაზარალებული ამირხანაშვილი დაიკითხა, რომლის ჩვენებაც არადამაჯერებელი და არათანმიმდევრული იყო. როცა მოწმე აცხადებს, რომ „მერსედესის" მარკის ავტომობილის მოსვლის შემდეგ ის მყისიერად გაიქცა და შემდეგ აცხადებს, რომ ცემაში 8 პირი იყო ჩართული, 2 პიროვნება, რომლებმაც მას ტელეფონის ნომერი გამოართვა, მათგან მოშორებით იყო, როგორ მოხდა, რომ 8 პირი მყისიერად ჩაერთო დაპირისპირებაში, მათ შორის, ტატიაშვილი, რომელზეც არცერთი მოწმე არ საუბრობს. მისი იდენტიფიცირება არ მოუხდენია, მაგრამ როცა საუბრობს, რომ 8 პირი იყო ჩხუბში ჩართული, ე.ი. ყველა გამოდის. მოწმემ ვერ აღწერა და ვერ მიუთითა ის პიროვნული მახასიათებლები, რაც გამოკითხვის ოქმში აქვს მითითებული.

ასევე, ჩვენს კითხვაზე ვერ გასცა პასუხი, კითხეს თუ არა იმ პირებმა, ვინც თბილისში წამოიყვანა, სად ცხოვრობდა ის და აპირებდა თუ არა, თბილისში დაბრუნებას. თავისუფლების აღკვეთას ადგილი არ ჰქონია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, ლ.შ.-თან დაკავშირებით კონკრეტული არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ ტელეფონის ნომერი გამოართვა. ამირხანაშვილმა ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, ამიტომ მისი ჩვენება არადამაჯერებელი და არათანმიმდევრული იყო. მოწმემ მიიჩნია, რომ „ტოიოტას" მგზავრებს სხვა პირი არ უნახავთ, მაგრამ ასევე განაცხადა, რომ ავტომობილში ერთ-ერთმა განაცხადა, „უკვე დამკაში იქნებოდა". თუ ეს მოისმინა, ის მოისმინა, რომ „სირბილივით კარგად იცოდა თუ არა ცურვა" მისმა მეგობარმა, მაშინ რატომ განაცხადა, რომ „ტოიოტას" მგზავრებს სხვა პირი არ ეყოლებოდათ ნანახი?

აქაც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები იკვეთება. მისი ჩვენება ბრალდებულების წინააღმდეგ არ უნდა იყოს გამოყენებული. კითხვაზე, თუ რატომ არ განაცხადა პოლიციაში, მან არ მიიჩნია, რომ პირი დაკარგული იქნებოდა. თუმცა, ლოგიკურია, რომ მას მისი მეგობარი სრულყოფილად არ მოუძიებია, არ გაურკვევია სად იყო. ლოგიკური იყო, ამ ფაქტის შესახებ მას პოლიციაში იმავე დღეს განეცხადებინა" - განაცხადა გვიშიანმა.

"საზოგადოებას მოვუწოდებ, ციხიდან გამომიყვანონ... პატრიარქს ვთხოვ შემხვდეს, გამესაუბროს" - ლევან ზურაბაშვილის წერილი "ინტერპრესნიუსს"

ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 4 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს