ავტორი:

"ვერ ვიტყვით, რომ ფილტვები მთლად დანგრეული რჩება, მაგრამ კვალს ტოვებს" - თენგიზ ცერცვაძე გამოგონებაზე, რომელიც  შეიძლება კოვიდთან ბრძოლაში რევოლუციური აღმოჩნდეს

"ვერ ვიტყვით, რომ ფილტვები მთლად დანგრეული რჩება, მაგრამ კვალს ტოვებს" - თენგიზ ცერცვაძე გამოგონებაზე, რომელიც  შეიძლება კოვიდთან ბრძოლაში რევოლუციური აღმოჩნდეს

კოვიდინფიცირებულთა მატებასთან ერთად იმატებს კითხვებიც COVID -19-ისა და ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. "კვირის პალიტრა", ტრადიციულად, ამ კითხვებზე პასუხს ცნობილი ინფექციონისტების, ეპიდემიოლოგებისა თუ კლინიცისტებისგან იღებს. ამჟამად ჩვენ თენგიზ ცერცვაძეს ვესაუბრებით.

- ამბობენ, რომ კორონავირუსი ისე აზიანებს ფილტვებს, ქსოვილი აღარასდროს აღდგება. ეს მართალია თუ პანიკის ნაყოფი?

- ვერ ვიტყვით, რომ ფილტვები მთლად დანგრეული რჩება, მაგრამ კვალს ტოვებს - ასეა ცნობილი ცალკეული კვლევებით, მაგრამ ჩვენ ჯერ ასეთი კვლევები არ ჩაგვიტარებია, ჩვენთან არც ერთი ავადმყოფი არ მოსულა კოვიდის"შემდგომი გართულებებით.ახლა ვამზადებთ სპეციალურ პროგრამას, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, საშუალებას მოგვცემს, კოვიდგადატანილები სამი და ექვსი თვის შემდეგ შევამოწმოთ.

იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და სამი და ექვსი თვის შემდეგ შემეძლება გითხრათ, ტოვებს თუ არა ეს ვირუსი კვალს. ჯერჯერობით შემიძლია მხოლოდ უცხოური სტატიებისა და გამოკვლევების მიხედვით გითხრათ, რომ ტოვებს, მაგრამ არა - მძიმეს ან სიცოცხლისთვის საშიშს.

- რამდენ ადამიანს აინფიცირებს ერთი ინფიცირებული და უსიმპტომო ავადმყოფი არის თუ არა გადამდები?

- ოფიციალურად ითვლება, რომ ერთი ინფიცირებული საშუალოდ 2,5 ადამიანს აინფიცირებს. ამას ჰქვია რეპროდუქციული რიცხვი. ვიღაც 10-12-ს დააინფიცირებს, ვიღაც - არც ერთს, საშუალო მაჩვენებლად კი 2,5 ადამიანი ითვლება.რაც შეეხება უსიმპტომოებს, ამის თაობაზე აზრი მსოფლიოში რამდენჯერმე შეიცვალა. თავიდან ითვლებოდა, რომ ისინი გადამდები არ არიან, შემდეგ გაირკვა, რომ არიან და თანაც არანაკლებ, ვიდრე სიმპტომურები. ბოლო ვერსია ასეთია - უსიმპტომოები გადამდები არიან, ოღონდ, შესაძლოა, ცოტა უფრო ნაკლებად, ვიდრე - სიმპტომიანები.

- მკურნალობის მეთოდებში თუ არის სიახლე?

- პრინციპული სიახლე ჯერჯერობით არ არის, მაგრამ მსოფლიო ემზადება სიახლეებისთვის. მთავრდება კვლევები "რემდესივირზე", რომელიც ყველაზე საიმედო მედიკამენტად ითვლებოდა. ჩვენი მთავრობა და სამინისტრო მუშაობენ, რომ ეს პრეპარატი რაც შეიძლება სწრაფად შემოიტანონ ქვეყანაში. მსოფლიოში ის დეფიციტია, მხოლოდ ამერიკაში იშოვება, რადგან ჯერ ამერიკის ბაზარიც ვერ დააკმაყოფილა კომპანია "გილიადმა", რომელიც ამ წამალს აწარმოებს. დიდი იმედია, რომ საქართველო თავისი კავშირებით ერთ-ერთი პირველი იქნება მსოფლიოში, რომელიც "რემდესივირს" შემოიტანს.

ფართოვდება გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმის სამკურნალოდ გამოყენებაც. საქართველომ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ეს მეთოდი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ შვიდ ავადმყოფთან გამოვიყენეთ და გადარჩა ხუთი, ისინი, ვინც სხვაგვარად ვერ გადარჩებოდნენ. დავსვით საკითხი სამინისტროში, რომ გაიზარდოს ასეთი პლაზმის მიღება. ამისთვის საჭიროა მასობრივი კამპანიის დაწყება, რომელიც მოუწოდებს კოვიდგადატანილებს, გააკეთონ სიკეთე და გაიღონ პლაზმა სხვის გადასარჩენად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მოხალისე დონორების რაოდენობა ძალიან მცირეა.

სულ ახალი გამოგონებაა ე.წ. მონოკლონური ანტისხეულები ვირუსის წინააღმდეგ. ეს ტერმინი მხოლოდ სპეციალისტებმა იციან. მონოკლონური ანტისხეულები რომელი დაავადების სამკურნალოდაც გამოიყენეს, ყველგან დიდ წარმატებას მიაღწიეს. თუ ეს კოვიდის დროსაც წარმატებული აღმოჩნდა, შესაძლოა, რევოლუციური გარღვევის ტოლფასი იყოს.

კმაყოფილებით მინდა ვთქვა, რომ აშშ-ის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტისა და მისი ლიდერის, ენტონი ფაუჩის პირადი რეკომენდაციით, ჩვენი ინფექციური პათოლოგიის ცენტრი მსოფლიოში იმ ერთეული წამყვანი დაწესებულებების სიაშია, რომლებიც პირველი დაიწყებენ მონოკლონური ანტისხეულების გამოცდას.

- ბევრი ადამიანი გენდობათ და შევშინდით, როცა თქვენს გადადგომაზე დაიწყო ლაპარაკი... ბევრი რამ ითქვა, მინისტრმა ტიკარაძემ კი განაცხადა, ბატონი თენგიზი თავის მინისტრსა და ქვეყანას არ უღალატებსო..

- ცოტას ვმერყეობდი, მაგრამ ამჟამად ყველაფერი გადაწყვეტილია - მე ვრჩები, არსად მივდივარ! დიახ, ვრჩები!...განაგრძეთ კითხვა

აჭარაში მოხუცთა სახლისა და თავშესაფრის 29 ბენეფიციარი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

"არც ერთი ქმედება არ განგვიხორციელებია კანონის საწინააღმდეგოდ - ძალიან უცხოა ბრალდება, რაც წაგვიყენეს" - ნატალია ილიჩოვა

საქართველომ ბელარუსი 1:0 დაამარცხა - ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ფინალშია