ავტორი:

"თბილისში სამხედრო ვერტმფრენი ავტობუსს დააჯახეს" - რა ფოტოებს ავრცელებს ირაკლი აბესაძე სამგორიდან

"თბილისში სამხედრო ვერტმფრენი ავტობუსს დააჯახეს" - რა ფოტოებს ავრცელებს ირაკლი აბესაძე სამგორიდან

"სამხედრო ვერტმფრენი დააჯახეს ავტობუსს" - ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას "ფეისბუქზე" "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, შემთხვევა სამგორში მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისათვის ცნობილი არ არის.

როგორც გაირკვა ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა, რომელსაც სამხედრო ვერტმფრენი გადაჰქონდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაჯარიმებულია ავტობუსის მძღოლი, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატვირთოს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კანონდამრღვევი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილის შესაბამისად.

თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხულოში სატვირთო ავტომობილის ხევში გადავარდა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

"ნაჭერში იყო გახვეული, გამნაღმველებმა თქვეს, რომ სასწავლოა" - რას ამბობს ქალი, რომლის ეზოს სათავსოს სახურავზეც ხელყუმბარა იპოვეს