ავტორი:

"თამაზსა და ინგას ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი" -  ლეგენდად ქცეული სიყვარულის ამბავი

"თამაზსა და ინგას ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი" -  ლეგენდად ქცეული სიყვარულის ამბავი

მსახიობის, ჟურნალისტისა და ანსამბლ "ქართული ხმების" პირველი თაობის მომღერლის - თამაზ ელიავასა და მისი მეუღლის - ინგა შანიძის ულამაზესი წყვილით ბავშვობიდან აღტაცებული ვიყავი. ინგა შანიძის მამისეული სახლი ჭიათურაში ჩემი ბიძების სახლის მეზობლად იდგა და საზაფხულო არდადეგებზე იქ რომ ჩავდიოდი, მთელ დღეებს სწორედ მათ ეზოში ვატარებდით მე და ჩემი ბიძაშვილები, რადგან იმ პერიოდში იქაურობას მათი შვილებიც სტუმრობდნენ. ბატონი თამაზი და ქალბატონი ინგა ისეთი ლამაზები იყვნენ, მათ ცქერას არაფერი სჯობდა. სამწუხაროდ, თამაზ ელიავა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ინგა შანიძე კი უკვე 80 წლის არის, მაგრამ ავადმყოფობის გამო თავისი სიყვარულის ამბავს ვერაფრით მომიყვებოდა. არადა, ცნობისმოყვარეობა მკლავდა - ამგვარ წყვილს ყოველი ფეხის ნაბიჯზე მართლაც ვერ შეხვდები. დახმარება მათ უმცროს ქალიშვილს - ჩემი ბავშვობის მეგობარ მაია ელიავას ვთხოვე, მან კი, ვიდრე თავად მიამბობდა რაიმეს, მირჩია, ჯერ მშობლების სიყვარულის ამბის მომსწრეს, ბატონი თამაზის მეგობარს, ხელისმომკიდესა და უფროსი ქალიშვილის, ეკას ნათლიას - დიტო შაქარიშვილს გავსაუბრებოდი.

დიტო შაქარიშვილი:

- თამაზი ძალიან წესიერი და სუფთა კაცი იყო. ჩვენ 1952 წლიდან ვმეგობრობდით. 13-წლისანი ვიყავით, ერთმანეთი რომ გავიცანით. თამაზს დედა ადრე გარდაეცვალა და ბებიები ზრდიდნენ. ერთი ბებია - წარმოშობით პოლონელი მარი კანსტანტინოვნა (ასე ვიხსენიებდით) თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ცხოვრობდა, მეორე ბებია კი, კატო დაფქვიაშვილი - კალანდაძის ქუჩაზე. თავად მე დოლიძის ქუჩაზე ვცხოვრობდი, მაგრამ ძალიან დიდ დროს ვატარებდი ვერაზე, იქ უახლოესი მეგობრები მყავდა და თამაზსაც სწორედ იქ შევხვდი. მას შემდეგ განუყრელი მეგობრები გავხდით...

გაინტერესებთ სად გაიცნო ინგა? თამაზის თანაკლასელი იყო ეთერ ჭანკვეტაძე, თბილისში ძალიან ცნობილი გოგო, მახსოვს, დაც ძალიან ლამაზი ჰყავდა. ეთერი, ასევე, ენათესავებოდა, შანიძეებს. თამაზი ასე 20-21 წლის იქნებოდა, უკვე სტუდენტი იყო, თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა (შემდეგ იქ სწავლა მიატოვა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, სამსახიობო ფაკულტეტზე). ეთერმა თამაზი თავის დაბადების დღეზე დაპატიჟა, თან, თურმე, მისთვის ვიღაც გოგო უნდა გაერიგებინათ. იმავე დაბადების დღეზე აღმოჩნდა ინგაც, რომელიც თამაზზე ერთი წლით უმცროსი იყო. ჭანკვეტაძეებს გარიგება ჩაეშალათ, რადგან თამაზსა და ინგას, ფაქტობრივად, ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი.

მახსოვს, შეყვარებულობისას ხანდახან წაკამათდებოდნენ ხოლმე და მე ვიყავი მათი შემრიგებელი. და არა მარტო შემრიგებელი - ხელისმომკიდეც მე ვიყავი. ხელისმოწერა უცებ გადაწყვიტეს, რომ იტყვიან, თათარიახლად და - ყველასგან დაფარულად, რადგან ძალიან ახალგაზრდები იყვნენ და მშობლებს ეს არ ესიამოვნებოდათ. ამიტომ ინგას ხელისმომკიდაც ჩვენი მეორე მეგობარი - ბაკური ბოკერია შევარჩიეთ. მმაჩის ბიუროში მხოლოდ ოთხნი მივედით - თამაზი, ინგა და ორი ხელისმომკიდე. მერე ორივენი ეკას ნათლიები გავხდით. თამაზმა თეატრალური რომ დაამთავრა, ჭიათურის თეატრში წავიდა მსახიობად. რომ ვკითხე, ბიჭო, რა გინდა ამ ჭიათურაში-მეთქი, იცით, რა ჭკვიანური რამ მითხრა? - დიდ სუფრასთან მოადგილეობას პატარა სუფრის თამადობა მირჩევნიაო. იქ, თეატრში მართლაც კარგად ჩანდა და აქ, რუსთაველის ან მარჯანიშვილის თეატრში შეიძლება დაკარგულიყო. გადასარევი სიმამრი და სიდედრი ჰყავდა. მეგობრები ხშირად ვაკითხავდით ხოლმე ჭიათურაში. ინგას მამა ჟორა შანიძე ცნობილი კაცი იყო, ვაჟკაცი. იმავე ეზოში ცხოვრობდა ჟორას ძმა - შოთა ოჯახით. ყველანი ძალიან თბილად მახსენდებიან. თამაზი და ინგა ბავშვებით ერთხანს იქ ცხოვრობდნენ. ეკაც საჩხერის სოფელ კვერეთის ეკლესიაში მოვნათლეთ, თუმცა თამაზს და ინგას მაშინ ჯვარი დაწერილი არც ჰქონდათ. დიდი ხნის შემდეგ დაიწერეს. ჭიათურიდან თბილისში რომ დაბრუნდნენ საცხოვრებლად, თამაზმა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე დაიწყო მუშაობა, მერე ანსამბლი "ჟურნალისტი" შეიქმნა, რომელსაც შემდეგ "ქართული ხმები" უწოდეს - არაჩვეულებრივი ბიჭების ნაკრები ღმერთივით კაცისა და მომღერლის, გოგი დოლიძის "თამადობით"... გააგრძელეთ კითხვა

"თბილისი ცენტრალი“ სადეზინფექციო სამუშაოების გამო დაიკეტა

"ახლა დაკავებულებმა უნდა ახსნან, რატომ არ გამოიყენეს უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკა" - რას ამბობს საზღვრის დადგენის სკანდალურ საქმეზე კარტოგრაფი

მობილური თამაშების ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის, ბილაინი დეველოპერებისთვის ჰაკათონს ატარებს - „შექმენი თამაში და გახდი ბილაინის პარტნიორი“