ავტორი:

"ეს ხალხი სიმართლეს ემსახურებოდა - კმარა ასეთი ცხოვრება! ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაში!" - მეუფე ვახტანგი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე

"ეს ხალხი სიმართლეს ემსახურებოდა - კმარა ასეთი ცხოვრება! ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაში!" - მეუფე ვახტანგი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე

ყველაფერს არჩევნები გადაწყვეტს და გაარკვევს - კმარა ასეთი ცხოვრება! ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერის საკეთილდღეოდ. ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაში, ეროვნული ღირსებით და რომელიც რაღაცას გააკეთებს. მოდით სიმართლეს თვალი გავუსწოროთ ყველამ, - ამის შესახებ ცურტაველმა მიტროპოლიტმა, მეუფლე ვახტანგმა ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სიმართლეს ემსახურებოდნენ.

„ეს ხალხი სიმართლეს ემსახურებოდა და არ შეიძლება გავწიროთ ვიღაცების უაზრო და გაუაზრებელი მითითებების გამო. ჯერ არ არის ეს საქმე გარკვეული, არ არის გადაწყვეტილი და რატომ ღელავს ორივე მხარე, მე არ ვიცი. შეიძლება, ეს პოლიტიკური კონტექსტი იყოს. ის ხალხი თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდა“, - განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

"ერთი იძახის, რომ სხვისია ეს მიწა, ვინ ხარ შენ, ვინ გეკითხება, დაეტიე, სადაც ხარ? - ჩვენ გავარკვევთ, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია" - მეუფე იაკობი კარტოგრაფებსა და გარეჯზე

ინფორმაცია მშობლებისთვის - რა უნდა იცოდეთ იმ სკოლებთან დაკავშირებით, სადაც ხვალიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება

სერვისები, რომლებსაც ხვალიდან შსს-ს მომსახურების სააგენტო განაახლებს