ავტორი:

"მე რაც ინფორმაცია მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, რომელიც, შეიჭრა ბანკის ფილიალში" - პრემიერის კომენტარი ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობაზე

"მე რაც ინფორმაცია მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, რომელიც, შეიჭრა ბანკის ფილიალში" - პრემიერის კომენტარი ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობაზე

დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და რაც მთავარია, მშვიდობიანად, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმას. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საქმეში ერთი თავდამსხმელი ფიგურირებს.

„დღეს, ახლა, ამ წუთში მე რაც ინფორმაცია მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, ერთი დამნაშავე, რომელიც, სავარაუდოდ, შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში და დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და რაც მთავარია, მშვიდობიანად და ვაცალოთ ამ ხალხს.

რაც შეეხება კრიმინალს, სტატისტიკა და ციფრები ნახეთ. არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს. საერთოდ, კრიმინალს რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაულია, რომელიც 2,3, 4 წლის წინ, როგორც დანაშაული საერთოდ კვალიფიცირებული არ იყო. საერთო ჯამური ზრდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიმინალი ქვეყანაში გაიზარდა. მარტივ რჩევას მოგცემთ, შეადარეთ მძიმე დანაშაულები, მძიმე დანაშაულების მუხლები აიღეთ და შეადარეთ ბოლო 8 -10 თუნდაც 15 წლის განმავლობაში და ზუსტად ნახავთ სტატისტიკას, რა ხდება მკვლელობაზე, განზრახ მკვლელობაზე, ჯგუფურზე, ყაჩაღობაზე,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ასეთი რამ საქართველოში შევარდნაძის დროსაც კი არ იყო წარმოსადგენი" - მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის მოვლენებს ეხმაურება

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მედიასაშუალებების უპასუხისმგებლო ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა"  - კობახიძე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე