ავტორი:

შსს მობილური ოპერატორებისგან მოითხოვს, რომ თავდასხმის ადგილიდან ლაივ-სიგნალი გაითიშოს - საგანგებო ბრიფინგი უწყებაში

შსს მობილური ოპერატორებისგან მოითხოვს, რომ თავდასხმის ადგილიდან ლაივ-სიგნალი გაითიშოს - საგანგებო ბრიფინგი უწყებაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო მობილური ოპერატორებისგან მოითხოვს, რომ თავდასხმის ადგილიდან ლაივ-სიგნალი გაითიშოს ან შეიზღუდოს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა.

"მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად.

სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საპოლიციო დანაყოფების ეფექტიან მუშაობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორისგან კატეგორიულად მოვითხოვთ - მძევლების და სამართალდამცველთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საპოლიციო ღონისძიების ეფექტიანად წარმართვისთვის, დაუყოვნებლივ მოხდეს ადგილიდან ლაივსიგნალის გათიშვა/შეზღუდვა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს დაცული.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს კეთდება მოქალაქეთა და პოლიციელთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დასაცავად.

ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შემთხვევა დამთავრდეს მშვიდობით და დაცული იყოს თითოეული მოქალაქის, საზოგადოების წევრის და პოლიციელის უსაფრთხოება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს" - აღნიშნა საბანაძემ.

"ყვიროდა თურმე, ჩქარა შორენა და ნათია მომიყვანეთო... შორენას ბანკის საცავის გასაღები აქვს და ნათია კი - მოლარე-ოპერატორია" - რას ყვება ბანკიდან გამოსული მძევლის მეუღლე

"საქართველოს ბანკი" ზუგდიდში ბანკის ფილიალზე თავდასხმაზე განცხადებას ავრცელებს

"თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვს" - ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" შენობაში მყოფი მძევალი