კანადა, ტუნისი და საქართველო იმ ქვეყნების სიიდან ამოიღეს, საიდანაც მოგზაურებს ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება შეეძლოთ. ამის მიზეზი ამ ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ამის შესახებ "ფრანს-პრესი" წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, 27 წევრი ქვეყნის საბოლოო გადაწყვეტილება პარასკევს გახდება ცნობილი.
"კოვიდ-19-ით დაინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო, საქართველო, კანადა და ტუნისი სიიდან ამოიღეს", - განუცხადა სააგენტოს ევროპელმა დიპლომატმა და დასძინა, რომ სიას დაემატება სინგაპური ასევე დაინფიცირების გაზრდილი რაოდენობის გამო.