ავტორი:

"შვილმა მითხრა. აქ ბევრი დანგრეული შენობაა, ნიუ-იორკში - არაო..." - გელა ბაბლუანის ოჯახი და ცხოვრება პანდემიის დროს

"შვილმა მითხრა. აქ ბევრი დანგრეული შენობაა, ნიუ-იორკში - არაო..." - გელა ბაბლუანის ოჯახი და ცხოვრება პანდემიის დროს

"გიორგის ვკითხე, რა განსხვავებაა აქაურობას და იქაურობას შორის-მეთქი და მიპასუხა, აქ ძალიან ბევრი ხეა, ნიუ-იორკში ამდენი არ არისო; აქ ბევრი დანგრეული შენობაა, ნიუ-იორკში - არაო. ვუპასუხე, ზოგიერთი შენობა აქ რომ იდგა, მაშინ ნიუ-იორკი არც არსებობდა-მეთქი..." ჟურნალისტები არ ვართ განებივრებული გელა ბაბლუანის ინტერვიუებით. მიხარია, რომ მე იშვიათი გამონაკლისი აღმოვჩნდი...

- პანდემიის პირველი ტალღა საქართველოში გაატარეთ, ახლა სად ხართ?

- ახლაც საქართველოში ვარ. ჩემი 8 წლის გიორგი ერთი წლით ამერიკიდან წამოვიყვანე და ბედნიერები ვართ. სკოლაშიც აქ გადმოვიდა, "ნიუ სქულში" დადის. მართალია, ინგლისურად სწავლობს, მაგრამ ქართულად კარგად ლაპარაკობს.

- როგორ შეეგუა აქაურობას?

- ვკითხე, რა განსხვავებაა აქაურობას და იქაურობას შორის-მეთქი და მიპასუხა, აქ ძალიან ბევრი ხეა, ნიუ-იორკში ამდენი არ არისო; აქ ბევრი დანგრეული შენობაა, ნიუ-იორკში - არაო. ვუპასუხე, ზოგიერთი შენობა აქ რომ იდგა, მაშინ ნიუ-იორკი არც არსებობდა-მეთქი...

- რას ატყობთ, ესეც ბაბლუანების კინოინდუსტრიის წარმომადგენელი იქნება?

- მაგაზე არ ვფიქრობ, მთავარია, ბედნიერი იყოს. ცოტა სხვანაირი გონება აქვს, იმიტომ, რომ ბევრ კულტურას იცნობს. პანდემიამდე საფრანგეთში დიდ დროს ატარებდა. ძალიან ბევრს მოგზაურობს. დედა ირლანდიური წარმოშობის უკვე მესამე თუ მეოთხე თაობის ამერიკელია. გიორგი დედასთან ცხოვრობს, თუმცა ჩემთანაც ხშირად არის და წელსაც შევთანხმდით, რომ ერთი წელი მამასთანაც გადმოსულიყო. მე რომ ჩავდიოდი მის სანახავად და უკან ვბრუნდებოდი, განიცდიდა, არ მიშვებდა, ჩანთას მიმალავდა და კართან იდგა.

- როგორ შეგცვალათ მამობამ?

- აღმოვაჩინე, რომ შვილზე უკეთესს ვერაფერს შექმნის ადამიანი. პრიორიტეტები სხვა რამ მეგონა და თურმე სულ სხვა ყოფილა. ქალი უფრო ადრე აანალიზებს ამას, იმიტომ, რომ ცხრა თვეს მუცლით ატარებს. მამად ყოფნა სულ სხვა შეგრძნებაა.

- მარტო ცხოვრობთ თქვენ და გიორგი, თუ დიდ ოჯახთან ერთად?

- მარტო ვცხოვრობთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, დიდ ოჯახთან გვაქვს მისვლა-მოსვლა. ხანდახან ჩემს ძმასთან მიდის გიორგი, ხანდახან დედაჩემი მოდის. ჩემმა ძმამ შარშან გადმოიყვანა აქ ბავშვები, უნდოდა, ქართული არ დავიწყებოდათ...

- ოლგაც აქ არის, მხოლოდ თქვენი მეოთხე დედმამიშვილი, სოფოა პარიზში. თითქოს ძველ რეჟიმსა და რეალობაში დააბრუნა ბაბლუანების დიდი ოჯახი ამ პანდემიამ... ოდესმე წარმოიდგენდით, ასე რომ შეიცვლებოდა ცხოვრება? ბევრი რამის ტემპი შეანელა პანდემიამ, სამაგიეროდ, ფიქრისთვის გვაქვს დრო.... რაზე გეფიქრებათ ყველაზე ხშირად ან რა დასკვნები გააკეთეთ?

- საყვარელი ადამიანები, ოჯახი, ჩვენი საქმე... ყველაფერზე ვნერვიულობ ამ პანდემიის დროს, განსაკუთრებით - მშობლებზე, უკვე ასაკში არიან...განაგრძეთ კითხვა