ავტორი:

კანადის მთავრობამ კომპანია Medicago-სგან კორონავირუსის ვაქცინის 76 მილიონი დოზა შეიძინა

კანადის მთავრობამ კომპანია Medicago-სგან კორონავირუსის ვაქცინის 76 მილიონი დოზა შეიძინა

კანადის ხელისუფლებასა და კომპანია Medicago-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ქვეყანა Covid 19-ის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინის 76 მილიონ დოზას მიიღებს.

კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს პარტია 38 მილიონი ადამიანის აცრისთვის იქნება საკმარისი. Medicago ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომლის მთავარ მეწილეებს “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” შვილობილი კომპანია Philip Morris Investments-ი დაიაპონური კორპორაცია Mitsubishi Tanabe Pharma წარმოადგენენ.

კომპანიის სათაო ოფისი კვებეკში მდებარეობს. შესაბამისად, Medicago-ს მიერ შექმნილი პოტენციური ვაქცინა პირველი კანადური ვაქცინაა, რომელიც მთავრობამ შეისყიდა. ნდობის გამოცხადებასთან ერთად, კანადის მთავრობა Medicago-ს მიერვაქცინის შექმნისა და მისი კლინიკური ცდების განხორციელების პროცესში173 მილიონი კანადური დოლარის (დაახლობით, 133 მილიონი ამერიკულიდოლარის) ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

"პროექტის ჯამური ბიუჯეტი 428 მილიონ დოლარს შეადგენს. ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიცია დაეხმარება Medicago-ს, კლინიკური კვლევების შედეგად გააუმჯობესოს შექმნილი ვაქცინა”, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

კანადის მთავრობის გადაწყვეტილებას “ფილიპ მორის ინთერნეიშენალიც”გამოეხმაურა.

"უკეთესი შედეგების მიღწევა შესაძლებელია მაშინ, როდესაც მთავრობა დაკომპანიები საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად ერთიანდებიან. ჩვენმოხარულნი ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ Medicago-ს ძალისხმევას შეიმუშავოს, გამოსცადოს და აწარმოოს COVID-19-ის ვაქცინა,” -განაცხადა PMI-ს გენერალურმა დირექტორმა ანდრე კალანცოპოლუსმა.

Medicago-მ პირველი ფაზის მოხალისეებზე ტესტირება 14 ივლისს დაიწყო დაწინასწარი მონაცემებით, მეორე ფაზის ცდები 2020 წლის ნოემბერში გაგრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ფაზაც წარმატებით დასრულდება,მესამე ფაზის დაწყება 2020 წლის დეკემბერში იგეგმება.

R

რომელი პირბადე უფრო გვიცავს - სამედიცინო თუ ნაჭრის? - ხათუნა ზახაშვილის პასუხი აქტუალურ კითხვაზე

"გვაქვს მხოლოდ ერთი მძიმე შემთხვევა, აპარატზე მყოფი ბავშვი" - გამყრელიძე ინფიცირებული მოზარდების სტატისტიკაზე

"კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის გაზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი" - პაატა იმნაძე