ავტორი:

"მე ხალხის სამსახურში მინდოდა ყოფნა, ივანიშვილის სამსახურში კი არა" - თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესვლის უფლებას არ აძლევენ

"მე ხალხის სამსახურში მინდოდა ყოფნა, ივანიშვილის სამსახურში კი არა" - თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესვლის უფლებას არ აძლევენ

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მას ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.

"ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. სახელმწიფო მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ ჩვენი დეპუტატობა დავთმეთ. მიმიფურთხებია მაგისი გაყალბებული დეპუტატობისთვის. მე ხალხის სამსახურში მინდოდა, მაგის სამსახურში კი არა. ხალხის ხმას ვიცავ, ვინც პატივი გვცა, იმის ხმას ვიცავ. სახელმწიფო მიტაცებული აქვს, ვიღაც გაუმაძღარ ფეოდალს", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

"ყველას სახელი და გვარი ვიცით, ყველას მისამართს უნდა მივაკითხოთ, უნდა დავღალოთ, გავთანგოთ, გამოვფიტოთ" - სააკაშვილი სამართალდამცავებზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"საქართველოში ყველა ერთნაირად იქცევა, ვინაიდან ეს არის ღარიბი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ფული პოლიტიკაში იშოვება" - როგორ აფასებენ ექსპერტები ქვეყანაში შექმნილ ვითარებას