ავტორი:

"2 თუ 3 ვაქცინა ბოლო ფაზაზეა, ქვეყნებს 8 მლრდ დოზა შეკვეთილი აქვთ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე საქართველოში შეზღუდვების გაფართოვებაზე

"2 თუ 3 ვაქცინა ბოლო ფაზაზეა, ქვეყნებს 8 მლრდ დოზა შეკვეთილი აქვთ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე საქართველოში შეზღუდვების გაფართოვებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს კორონავირუსული ინფექციის არსებობის ჯერ კიდევ არ სჯერა. როგორც მან ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან და კლინიკური ჯგუფის წამომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ კორონავირუსი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

„მოსახლეობის დიდ ნაწილს კიდევ არ სჯერა, რომ კორონავირუსული ინფექცია არსებობს. მიაჩნიათ, რომ კორონავირუსი იგივე სურდოა. სურდოს ხშირად გრიპს ეძახიან. გრიპი კიდევ სხვა რამეა. ამიტომ, უნდა დავიჯეროთ. მილიონ 200 ათასი ადამიანი შეიწირა ამ კორონავირუსულმა ინფექციამ. ერთ წელიწადში სიკვდილიანობით კორონავირუსულმა ინფექციამ გადაასწრო მალარიას, შიდსს და მიუახლოვდა ტუბერკულოზს. ამიტომ სერიოზულ საფრთხესთან არის საქმე. ასეთი პანდემია საუკუნეში ერთხელ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ჯერჯერობოთ ვირუსისგან დასაცავად პირბადეზე უკეთესი დამცავი საშუალება მედიცინამ ვერ მოიგონა.

„გვირაბის ბოლოს გამოჩნდა სინათლე, ორი თუ სამი ვაქცინა არის უკვე ბოლო ფაზაზე, ქვეყნების მიერ ვაქცინის 8 მილიარდი დოზაა შეკვეთილი. ვაქცინა კეთდება ორჯერ. ანუ, ეყოფა 4 მილიარდ ადამიანს, მოსახლეობის 60%-ს, მაგრამ მოსახლეობის 60%-ის ერთ წელიწადში აცრა ძალიან რთულია. ამიტომ, ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება. მანამდე, ერთადერთი დაცვის საშუალება არის პირბადე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში სრული „ლოქდაუნის“ შემოღება არ განიხილება. როგორც მან განაცხადა, ქვეყნის სტრატეგიად ისევ რჩება ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები.

,,ჩვენ გვაქვს ნაწილობრივი „ლოქდაუნი“, როდესაც ღამით აიკრძალა ქვეყანაში გადაადგილება. სრული „ლოქდაუნი“ რამდენიმეჯერ გაჟღერდა, თუმცა არცერთ ქვეყანას ეს შემოდგომის ტალღაზე არ გამოუყენებია. მაინც არის სტრატეგია ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების და ამას ვირჩევთ ეპიდსიტუაციის მიხედვით. რამდენიმე ქვეყანამ მიმართა უფრო მკაცრ ღონისძიებებს, თუმცა ჩვენ არც ჰოლანდია ვართ, არც ბელგია და არც საფრანგეთი. ჩვენ ვართ პოლიტიკურ პროცესში და ამავე დროს, რეგიონში იყო სერიოზული ომი. ნაწილობრივი ,,ლოქდაუნი“ და წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში უკვე არის, რომელიც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება კიდევ გაფართოვდეს, თუმცა სრული „ლოქდაუნი“ არ განიხილება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო შეზღუდვებზე, თუმცა ამის თაობაზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომამდე ვერ ისაუბრებს.

„ხშირად იყო კრიტიკა, რომ რა, კორონა 22:00 საათის შემდეგ იძინებს და დილის 05:00 საათის შემდეგ იღვიძებს?! არა, ბატონებო, ეს ყველაფერი დამყარებულია სამეცნიერო მტკიცებულებებზე, რომ სწორედ ამ ტიპის შეზღუდვა ორკვირიან ინტერვალში დაახლოებით 30%-ით ამცირებს ახალ შემთხვევათა რიცხვს, მათ შორის ის შეზღუდვები, რაც დაწესდა ბაღებთან, დისტანციურ სწავლებებთან დაკავშირებით და ა.შ. ჩვენ ასევე დღეს, მინისტრთან ვიმსჯელეთ კიდევ სხვა ტიპის შეზღუდვებთან მიმართებაში, თუმცა ამას დღეს არ გავამჟღავნებ, ვიდრე ეს არ განიხილება საკოორდინაციო საბჭოზე, ვინაიდან იყოს ბალანსი. ერთის მხრივ, არის შეზღუდვები ოღონდ გონივრულობის ფარგლებში, რომ ამან სერიოზულად არ იმოქმედოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, მეორეს მხრივ-ჯანდაცვის სიტემის და თვითონ მოსახლეობის მზადყოფნა, რომ ჩვენ სწორი პასუხი გავცეთ ამ დიდ გამოწვევას, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი გამოირჩევა ევროპის რეგიონში, სადაც ჩვენ შევდივართ. სამწუხაროდ, ევროპის რეგიონში კოვიდპანდემიის სწრაფი ზრდა გვაქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, კარგი ტრიაჟის შემთხვევაში, ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი მოსალოდნელი არაა, მომავალი ერთი თვის განმავლობაში კიდევ მოხდება საწოლების მობილიზება და საწოლფონდის რაოდენობა დაახლოებით 8 400 ერთეულს მიაღწევს.

„ძირითადი აქცენტი გახლავთ, რომ მსუბუქ შემთხვევაში მაქსიმალურად იყოს ბინაზე მკურნალობა და სტაციონარებში გვქონდეს ადგილები მათთვის, ვისაც ნამდვილად ჰოსპიტალური მკურნალობა სჭირდება. დღეს ქვეყანაში მობილიზებულია 5 700-მდე საწოლი სტაციონარებში და კიდევ ერთი 5 700 საწოლი კოვიდ სასტუმროებში, ამავე დროს, დამატებითი საწოლების მობილიზაციაც მიმდინარეობს. დღეს განვიხილეთ ჯანდაცვის მინისტრთან ერთად და დაგეგმილია, დაახლოებით, რომ საწოლფონდი მომავალი ერთი თვის განმავლობაშ 8 400-მდე ავა. წესით და რიგით, თუ კარგი ტრიაჟი იქნება, საწოლფონდის დეფიციტი ქვეყანაში არ უნდა შეიქმნას“,-განაცხადა გამყრელიძემ.

"ეს პირდაპირ ქმნის Covid 19-ის დროს თრომბის განვითარბის რისკს" - რა შემთხვევაში ასრულებს ლეტალურად დიაბეტით დაავადებული ინფიცირებული და როგორია ექიმის რეკომენდაციები

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და რამდენი მათგანი იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე

საქართველოში კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევაა - როგორ ნაწილდება ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით?