ავტორი:

"გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში, სანამ არ ამიმუშავეს, სიკვდილის უფლებაც არ მომცეს..." - როგორია მიშა გომიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში, სანამ არ ამიმუშავეს, სიკვდილის უფლებაც არ მომცეს..." - როგორია მიშა გომიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მსახიობმა მიშა გომიაშვილმა მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა, ამის შესახებ მსახიობი "ფეიბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ბევრი ჩემი მეგობარი, ბევრი ნაცნობი თუ უცნობი, (რაც ძალიან მიხარია) მირეკავს, მწერს, აინტერესებთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა... მოგახსენებთ: კორონავირუსი, ღმერთის წყალობით, არ მაქვს!!! 2 კვირა ვიწექი გულის კლინიკაში, არაჩვეულებრივი ექიმების გარემოცვაში, სიკვდილის უფლებაც კი არ მომცეს... (ერთხელ გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში, სანამ არ ამიმუშავეს!!! ვიწექი დიაგნოზით: მიოკარდიუმის ქვემო კედლის მწვავე ტრანსმურული ინფარქტი! გამიკეთეს კორონაროგრაფია-ანგიოპლასტიკა 1 წამლით დაფარული სტენტით. ახლა ვარ სახლში, ცოტა სუსტად...", - წერს მსახიობი.

რა არის მიოკარდიუმის ინფარქტი?

"ჩვენ საუკუნეში გულის ყველაზე გავრცელებული, მძიმე და სახიფათო დაავადებაა, რომელიც ასიდან 10-12 შემთხვევაში ლეტალურად სრულდება. მიოკარდიუმის ინფარქტი ეს არის გულის კუნთის მცირე ან დიდი უბნის კვდომა, რომლის მიზეზიც არის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიის რომელიმე ტოტის სანათურის დახშობა თრომბით, ხანგრძლივი სპაზმით ან ემბოლიით, ყოველივე ამას მოჰყვება გულის კუნთის შესაბამის უბანში სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა, ჟანგბადით მომარაგების მოშლა, შემდგომ იშემიის და ნეკროზის განვითარება. გულის კუნთის ნეკროზული კერის სიდიდე დამოკიდებულია დახშული სისხლძარღვის კალიბრზე, მნიშვნელოვანია ასევე ინფარქტული უბნის ზონა, სადაც ვითარდება ეს პროცესი, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული ინფარქტის შემდგომი გამოსავალი" (c) კარდიოლოგი მაკა ჯიბლაძე.

"ბევრ სიახლეს ელოდოს გამოძიება, რაზეც მოუწევს პასუხის გაცემა" -  რას წერს მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

"საძმოს მონასტერში დაუდასტურდა Covid 19, დღეიდან ჩათვალეთ, კარანტინია. ყველამ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ დაავადებას" - რას წერს არქიმანდრიტი სერაფიმე

"საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?!" - შოთა და აჩი არველაძეების სიმღერის მორიგი ემოციური ვიდეო უზბეკეთიდან