ავტორი:

6 თვის გიორგის მდგომარეობა დამძიმდა - თქვენი გაღებული თითოეული ლარით პატარას სიცოცხლეს აჩუქებთ

6 თვის გიორგის მდგომარეობა დამძიმდა - თქვენი გაღებული თითოეული ლარით პატარას სიცოცხლეს აჩუქებთ

6 თვის გიორგი ვახანია ახლა თურქეთში, აჯიბადების კლინიკაში წევს. პატარა ბიჭის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და მისი ბედი მხოლოდ საზოგადოების დახმარებაზეა დამოკიდებული, დრო ki აღარ ითმენს. ექიმებმა სასწრაფოდ ჩანიშნეს ურთულესი ოპერაცია - ღვიძლის გადანერგვა, რადგან ბავშვს ღვიძლის ცეროზი აქვს.

სამწუხაროდ, მისმა ღვიძლმა უკვე შეწყვიტა ფუნქციონირება. ამ დრომდე ღვიძლის ფუნქციებს არეგულირებდა ვიტამინები, გადასხმები და ახლა არც ეს მოქმედებს. ღვიძლის გაჭედვამ გავლენა იქონია თირკმელზე, ბავშვს შეექმნა შარდვის პრობლემაც. ანალიზების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის მაჩვენებლები არის ძალიან ცუდი, ანუ არის იმის დიდი რისკიც და საშიშროებაც რომ ისევ გაუმეორდეს ტვინში სისხლჩაქცევაც.

2 თვის იყო გიორგი, ინსულტი რომ გადაიტანა. მაშინ ურთულესი ოპერაცია იაშვილის კლინიკაში ჩატარდა და პატარა სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან. ამის შემდეგ თურქეთში გადაიყვანეს რეანიმობილით, რადგან აქ დიაგნოსტირება ვერ ხერხდებოდა. გაირკვა, რომ ბავშვს სანაღვლე გზების ატრეზია ჰქონდა, რამაც ღვიძლის ციროზი გამოიწვია. რამდენიმე თვეა ოჯახი მედიკამენტებით ასულდგმულებს ბავშვს. ახლა ისევ ბეწვზე კიდია მისი სიცოცხლე, ყოველი დღე და წუთი ამ ვითარებაში გადამწყვეტია.

ოპერაციამდე კლინიკაში ყოველი დღე ოჯახს 850 დოლარის გადახდა უწევს. ეს თანხები აკლდება აქამდე ძლივს შეგროვებულ ოპერაციის თანხას. ამ სიტყვების თქმა ძნელია, მაგრამ რეალობაა, სამწუხაროდ, ბავშვის სიცოცხლე დამოკიდებულია ფინანსებზე. ოპერაცია რომ ჩატარდეს, საჭიროა კლინიკის ანგარიშზე სასწრაფოდ 60 000 დოლარი ჩაირიცხოს, შემდეგ ერთი თვეში ოჯახს დამატებით კიდევ 15 000 დოლარის მოგროვება და გადახდა ისევ მოუწევს. ოპერაციის დასაწყებად ოჯახს სასწრაფოდ ესაჭიროება 25 000 დოლარის შეგროვება, ხალხის გვერდში დგომით ამ წუთას მხოლოდ 40 000 დოლარი აქვს ხელზე. ოჯახი ისევ ხალხის იმედად არის დარჩენილი. როგორც ბევრჯერ გაერთიანებულა მთელი საზოგადოება, ამჯერადაც იქნებ ყველამ ერთად შევძლოთ ამ პატარა ბიჭის გადარჩენა. თქვენი გაღებული თითოეული ლარით გიორგის სიცოცხლეს აჩუქებთ.

"საქართველოს ბანკი" (Bank of Georgia)

ბანკის კოდი (SWIFT): BAGAGE22

ანგარიშის ნომერი: GE04BG0000000034711800

მიმღები (დედა): მაკა ცაავა

"თიბისი ბანკი:

ბანკის კოდი (SWIFT):TBCBGE22

ანგარიშის ნომერი: GE14TB7695945064300010

მიმღები (დედა): მაკა ცაავა

ტელ: 0901 701 560 (ზარის საფასურია 1 ლარი)

"ციფრები საგანგაშოა, ღონისძიებების გამკაცრება აუცილებელია, რათა ჩვენმა სუსტმა ჯანდაცვის სისტემამ ცოტა ამოისუნთქოს" - ჯანმოს კომისიის ქართველი წევრი

"შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი - ასამოქმედებელია მოწოდება - დარჩით სახლში!" - კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი

"შეზღუდვები, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს, სავარაუდოდ დეკემბერსა და იანვარში იმოქმედებს" - ბიძინა კულუმბეგოვი