ავტორი:

საპატრულო პოლიციის უფროსის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალია აყვანილი

საპატრულო პოლიციის უფროსის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალია აყვანილი

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ პირს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი.

მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით არის დაწყებული - ეს არის ყაჩაღობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაზე.

მან ტელევიზიებს მოუწოდა, მიმდინარე სპეცოპერაციის პირდაპირი ტრანსლირება შეწყვიტონ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ერთი პირია შეჭრილი.

"პოლიცია მობილიზებულია თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან. პირველადი ინფორმაციით ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო."

"ამბობს, არ მინდა, ჩემმა 12 წლის შვილმა გაიაროს იგივე გზა, რაც მეო" - ადვოკატის თქმით, თავდამსხმელს ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა და ფულს არ ითხოვდა

შსს მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის დაკავებისა და მძევლების გათავისუფლების კადრებს ავრცელებს

მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი დაკავებულია - შსს