რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ერევანში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სომხეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შოიგუ რუსეთის ფედერაციის იმ უწყებათაშორისი დელეგაციის შემადგენლობაშია, რომლის ვიზიტიც სომხეთში დღეისთვისაა დაგეგმილი.
"სერგეი შოიგუ ერევანში ჩამოვიდა, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ვიცე-პრემიერებს, ალექსანდრე ნოვაკსა და ალექსეი ოვერჩუკსაც, ველოდებით,“- აცხადებენ სომხეთის მთავრობაში.
დელეგაციის წევრები დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდებიან.