ავტორი:

"ზურას გარდაცვალებიდან ცოტა ხანში ბარამიძემ და გოგორიშვილმა დაინახეს, რომ მათი საშველი მიშასთან ადგილის პოვნა იყო. თვითონ არაფერს წარმოადგენენ, სულ ვიღაცის გვერდით უნდა იყვნენ" - ნინო ჟვანია

"ზურას გარდაცვალებიდან ცოტა ხანში ბარამიძემ და გოგორიშვილმა დაინახეს, რომ მათი საშველი მიშასთან ადგილის პოვნა იყო. თვითონ არაფერს წარმოადგენენ, სულ ვიღაცის გვერდით უნდა იყვნენ" - ნინო ჟვანია

გაზეთი "კვირის პალიტრა" დავუკავშირდა ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძეს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასება სთხოვა:

- 2003 წლიდან დიდი ხანი არ გასულა. თუნდაც უფრო უკან წავიდეთ, შევარდნაძის პერიოდში - ხომ ვნახეთ, რევოლუციები როგორ დამთავრდა! ვინც "ვარდების რევოლუციაში" მონაწილეობდა, ან ცოცხალი აღარ არის, ან ციხეში იყო, ან - გაქცეულია ქვეყნიდან, ან ფუნქციადაკარგულია. "ნაციონალების" მომხრეებს უნდათ სააკაშვილი, გავიგეთ, მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიებს როგორ წარმოუდგენიათ თავი ამ ნაკადის ნაწილად?

- ვნახეთ გიორგი ბარამიძის მოწოდება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. თქვენ რას იტყვით?

- მე არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი. როგორ მოექცნენ ზურას და იმ პოლიტიკურ მემკვიდრეობას, რომელიც ზურას მერე მაგათ უნდა გაეგრძელებინათ, ხომ ყველამ დაინახა?! ზურა ძალიან ძლიერი პიროვნება და პოლიტიკოსი იყო. ის თავისი კეთილშობილებით, იდეალებით და შეხედულებებით ამათაც აკეთილშობილებდა, მაგრამ ზურას შემდეგ მათ თავიანთი არაფერი აღმოაჩნდათ, რასაც დაეყრდნობოდნენ. ყველას არ ვგულისხმობ, ვლაპარაკობ იმათზე, ვინც ახლა დროშებით იცავენ დემოკრატიას და ვისაც, ჩემი აზრით, ამის უფლება არ აქვთ.

- სოციალურ ქსელში დაწერეთ, ხათუნა გოგორიშვილმა და გიორგი ბარამიძემ სახე დაკარგესო. რას გულისხმობდით?

- რა გითხრათ... ზურას გარდაცვალებიდან ცოტა ხანში როგორც კი დაინახეს, რომ მათი საშველი მიშასთან ადგილის პოვნა იყო, ამ გზიდან აღარ გადაუხვევიათ. თვითონ არაფერს წარმოადგენენ, სულ ვიღაცის გვერდით უნდა იყვნენ. ადრე ზურას გვერდით იყვნენ და მის გზას მიჰყვებოდნენ, მერე მიშას გვერდით ყოფნამ მოუწიათ. ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური ღირებულება მათ არ გააჩნიათ. ახლა რამდენიც უნდა იხმაურონ, თუნდაც კივილით შეცვივდნენ სადმე, ვერაფერს მიაღწევენ. "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით დგას მთელი ოპოზიციური სპექტრი და მე არ მესმის, ეს როგორ შეიძლება?! წაიკითხეთ სტატია სრულად

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ბარამიძეს რომ ვუთხრა: თქვენ ბრძანდებით "ბურიდანის ვირი" ან "ტროას ცხენი", პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს" - გოცირიძის პასუხი თანაპარტიელს

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"