ავტორი:

"უცნობი მარადონა" - ფოტოებზე აღბეჭდილი ყველაზე ექსტრაორდინალური ფეხბურთელის მნიშვნელოვანი, უჩვეულო და საინტერესო მომენტები

"უცნობი მარადონა" - ფოტოებზე აღბეჭდილი ყველაზე ექსტრაორდინალური ფეხბურთელის მნიშვნელოვანი, უჩვეულო და საინტერესო მომენტები

დღეს, 30 ოქტომბერს, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო არმანდო მარადონა 62 წლის გახდებოდა.

მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას გული გაუჩერდა - ნოემბრის დასაწყისში მარადონას ტვინზე რთული ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც სახლში, ექიმების მეთვალყურეობით აგრძელებდა მკურნალობას.

მარადონას ექსტრაორდინალურ ადამიანს უწოდებენ, რომლის ცხოვრებაც სავსე იყო როგორც დიდებით, ასევე მარცხითა და რთული პერიოდებით. ვნახოთ ფოტოებზე აღბეჭდილი მომენტები გენიალური ფეხბურთელის ცხოვრებიდან.

1977 წელი, ბუენოს აირესი - 16 წლის დიეგო მარადონა ვარჯიშობს. ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ შედგა მისი დებიუტი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში

1979 წელი - მარადონა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მოგებას თანაგუნდელებთან ერთად ზეიმობს

1980 წელი - მარადონა საკუთარ სახლში. კარიერის ადრეული წლებიდანვე მას El Pibe de Oro-ს, "ოქროს ბიჭუნას" უწოდებდნენ.

1981 წელი - ბოკა ხუნიორსი ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც მარადონას ფანები ასე ატარებდნენ. ერთი წლის შემდეგ "ბოკამ" ფეხბურთელი ესპანურ კლუბ ბარსელონას მიჰყიდა

1984 წელი - მარადონა ბარსელონას რიგებში და მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელების ალყაში

1984 წელი - მარადონა კლაუდია ვილაფანეზე დაქორწინდა. წყვილს ორი ქალიშვილი შეეძინა. 2004 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი ინგლისსა და არგენტინას შორის და "ღმერთის ხელი"

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის იმავე მატჩში მარადონამ ინგლისს მეორე გოლიც გაუტანა. მან ბურთი საკუთარი ნახევრიდან წაიღო, ვერავინ შეძლო მისი შეჩერება და მარადონამ გაიტანა გოლი, რომელსაც "საუკუნის გოლი" უწოდეს

1987 წელი - პელე და მარადონა "Sports Oscar"-ის თასებით. 2000 წელს Fifa-ს გადაწყვეტილებით ორივე მათგანს საუკუნის ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - მარადონა თანაგუნდელის მიერ გატანილ გოლს ზეიმობს

მარადონა საუბრობს მედიასთან მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ 1994 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა. მატჩამდე ერთი საათით ადრე გაირკვა, რომ ის მასტიმულირებელ ნივთიერებას მოიხმარდა. მანამდე, 1991 წელს დადასტურდა, რომ მარადონა კოკაინს მოიხმარდა და ამის გამო, სპორტიდან 15 თვით მოკვეთეს.

1995 წელი - დიეგო ცოლთან და შვილებთან ერთად თავის 35-ე დაბადების დღეს აღნიშნავს

1996 წელი - მარადონა კოცნის ბოკა ხუნიორსში თავის თანაგუნდელს, კლაუდიო კანიჯიას, რომელმაც მთავარ მოწინააღმდეგეს, რივერ პლეიტს გოლი გაუტანა. მარადონამ თავისი კარიერა ბოკაში დაასრულა, გუნდში, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.

2005 წელი, კუბა, ჰავანა - მარადონა და ფიდელ კასტრო

2008 წელი - მარადონა კანის კინოფესტივალზე, სადაც დიეგოს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა.

2010 წელი - მარადონა სამხრეთ აფრიკაში არენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამპლუით, ის სკოლის მოსწავლეებს ესალმება

2010 წლის მოფლიო ჩემპიონატი - არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიეგო მარადონა

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - მარადონა მესის ინსტრუქციებს აძლევს

წყარო: CNN.com