ავტორი:

რატომ არის მეცნიერთა ნაწილი, პანდემიის პირობებში, "ლოქდაუნის" წინააღმდეგი - რას წარმოადგენს "დიდი ბარინგტონის დეკლარაცია"?

რატომ არის მეცნიერთა ნაწილი, პანდემიის პირობებში, "ლოქდაუნის" წინააღმდეგი - რას წარმოადგენს "დიდი ბარინგტონის დეკლარაცია"?

2020წლის 4 ოქტომბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო დონის ცნობილმა მეცნიერებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელიც საზოგადოებას ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, რაც, მათი აზრით, COVID-19-ის წინააღმდეგ პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავებას შეუწყობს ხელს. მათი აზრით, ლოქდაუნის პოლიტიკა დაუშვებელია და თუ რატომ, ამას დოკუმენტში ხსნიან.

მეცნიერები, ექიმები და ჯანდაცვის ექსპერტები ამერიკის ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის მიერ გავრცელებული "დიდი ბარინგტონის დეკლარაციის" წინააღმდეგ გაერთიანდნენ, რომლებმაც თავისი არსით, აღნიშნული დეკლარაცია უფრო მეტად პოლიტიკურ განაცხადად მიიჩნიეს, ვიდრე პანდემიიდან გამოსავლად.

  • "დიდი ბარინგტონის დეკლარაცია"

"როგორც ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგებს და სახალხო ჯანდაცვის მეცნიერებს, გვაშფოთებს, რომ კოვიდ 19-ის პოლიტიკა ზიანს აყენებს საზოგადოების ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობას, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ორიენტირებული დაცვის მიდგომას. ჩვენ, რომლებმაც ჩვენი კარიერა ხალხის დაცვას მივუძღვენით, მსოფლიოს ყველა მხრიდან შევიკრიბეთ. ამჟამინდელი კოვიდ 19-ის "ლოქდაუნის" პოლიტიკა დამანგრეველ რეზულტატებს მოგვცემს ხალხის მოკლე თუ გრძელვადიან ჯანმრთელობაზე.

შედეგები რომ ჩამოვთვალოთ: ბავშვებში მცირე ვაქცინაცია, გულსისხლძარღვთა დაავადებების გაუარესება, კიბოს სკრინინგების შემცირება, მენტალური მდგომარეობის გაუარესება - ეს ყველაფერი საბოლოოდ გამოიწვევს მომდევნო წლებში გაზრდილ სიკვდილიანობას, მუშათა კლასს და ახალგაზრდებს მოუწევთ იტვირთონ დამძიმებული ტვირთი. მოსწავლეების სკოლის გარეთ ყოფნა უდიდესი უსამართლობაა. ასეთი ზომების შენარჩუნება ვაქცინის გამოგონებამდე გამოიწვევს გამანადგურებელ შედეგებს, რაც გულისხმობს, რომ მოსახლეობის უმეტესობა გამოუსწორებლად დაზიანდება.

საბედნიეროდ, ჩვენ ნელ-ნელა ვეცნობით ამ ვირუსის რაობას. ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიანობა მოხუცებში 1000-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ახალგაზრდებში. მართლაც, ბავშვებში გრიპი ბევრად უფრო საზიანოა, ვიდრე კოვიდი. რაც უფრო იმატებს ხალხში იმუნიტეტი, ინფექციის შეყრის რისკი - მცირდება (დაუცველებშიც კი).

ჩვენ ვიცით, რომ პოპულაციებს გამოუმუშავდებათ ჯოგური იმუნიტეტი იქამდე, ვიდრე არ დასტაბილურდება ახალი ინფექციის რიცხვები და მათ ვაქცინაციას მივაშველებთ. ამიტომ, ვიდრე ჯოგურ იმუნიტეტს გამოვიმუშავებთ, ჩვენი მიზანი უნდა იყოს სიკვდილიანობის მინიმუმამდე დაყვანა და ხალხში ზიანის შემცირება.

ყველაზე მოწყალე მიდგომა, რომელიც იმუნიტეტის გამომუშავებაში დაგვეხმარება, იქნება თუ მათ, ვინც რისკ ჯგუფს არ მიეკუთვნება, მივცემთ უფლებას განაგრძონ ცხოვრება ჩვეული წესით, დაინფიცირდნენ, ჩვენ კი ამასობაში უკეთ მოვუაროთ მათ, ვინც მეტი რისკის ქვეშაა - ამას ვუწოდებთ ორიენტირებული დაცვის მიდგომას.

კოვიდ 19-ზე საზოგადოების ჯანდაცვის რეაგირების მთავარი მიზანი უნდა იყოს დაუცველების დასაცავად ზომების მიღება. მაგალითად, მოხუცთა თავშესაფრებმა უნდა გამოიყენონ შეძენილი იმუნიტეტის მქონე პერსონალი და ჩაატარონ სხვა პერსონალისა და ყველა ვიზიტორის პსრ – ის ხშირი ტესტირება. მინიმუმამდე უნდა შემცირდეს მომსახურე პერსონალის როტაცია. პენსიონერებს სახლზე მიტანით უნდა ჰქონდეთ პროდუქტი. შეძლებისდაგვარად, მათ უნდა ჰქონდეთ უფლება, შეხვდნენ ოჯახის წევრებს არა მარტო შიგნით, არამედ გარე სივრცეში. შესაძლებელია განხორციელდეს ღონისძიებების სრულყოფილი და დეტალური ჩამონათვალი, შეიძლება დაინერგოს მომავალში, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალების სფეროს მიეკუთვნება. ყველა, ვინც არ არის რისკის ქვეშ, ცხოვრება ჩვეულებრივ უნდა განაგრძოს. ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების პირობებში ყველას ევალება მარტივი ჰიგიენური ზომები, როგორიცაა ხელის ხშირი დაბანა და ავადმყოფობის შემთხვევაში სახლში დარჩენა.

სკოლები და უნივერსიტეტები მზად უნდა იყვნენ პირადი სწავლების შემთხვევებისთვისაც. კლასგარეშე საგნები, როგორიცაა - ფიზკულტურა, შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს. დაბალი რისკის ქვეშ მყოფი სრულწლოვნები არ უნდა მუშაობდნენ სახლებიდან, უმჯობესია, თუ სამსახურში სიარულს განაგრძობენ. რესტორნები და სხვა ბიზნესები ღია უნდა დარჩეს. ხელოვნება, მუსიკა, სპორტი და სხვა კულტურის დარგების აქტივობებიც შეუფერხებლად უნდა ჩატარდეს. რისკ ჯგუფში მყოფებს უფლება მიეცეთ მონაწილეობა მიიღონ ამ ღონისძიებებში სურვილისამებრ, მათ კი, ვისაც იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული, ასეთი ხალხის დაცვისა და უსაფრთხოებისთვის იზრუნონ.

4 ოქტომბერი, 2020წ."

დეკლარაციას ხელი მოაწერა 7 000-მდე ადამიანმა მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის არიან: მარტინ კულდორფი (ჰარვარდის მედიცინის პროფესორი), სუნეტრა გუფტა (ოქსოფორდის უნივერსიტეტის პროფესორი) და ჯეი ბჰატტაჩარია (სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი), ასევე სამეცნიერო სფეროს სხვა წარმომადგენლები და ექიმები. წყარო

მთიან ყარაბაღში "დაკარგული" ეკლესიის საიდუმლო - სად გაქრა ტაძარი, რომლის თავზეც აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ტერიტორიების დაბრუნებას ზეიმობდა

ვაქცინამ სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ 76%-იანი, მძიმე დაავადების მიმართ კი 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა - უახლესი კვლევა  "ასტრაზენეკას" შესახებ

"ეს შეცდომა იყო...პატიებას ვთხოვ მოქალაქეებს" - ანგელა მერკელმა სააღდგომოდ მკაცრი "ლოქდაუნის" შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა