ავტორი:

რას პასუხობს გიგი უგულავა "მაგიდის აყირავების" შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას

რას პასუხობს გიგი უგულავა "მაგიდის აყირავების" შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას

ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმების მუქარა მაგიდის დავარცხნაა თუ სუფრის გაშლა მოლაპარაკებისთვის?, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ,,ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, მოლაპარაკებებების „მაგიდის აყირავების“ თაობაზე.

გიგი უგულავას განმარტებით, ხელისუფლება დათობაზე არც გასულ წელს მიდიოდა თუმცა, ბრძოლამ შედეგი გამოიღო.

,,ხელისუფლება დათმობაზე არც შარშან არ მოდიოდა, ვიბრძოლეთ, ციხეშიც წავედით, საერთაშორისო წნეხიც იყო, პიკეტებიც, სირცხვილის კორიდორებიც და მივაღწიეთ რაღაცას. მახსოვს, მაშინაც ბევრი სკეპტიკოსი. საერთაშორისო ზეწოლა არ მოდის ციდან ზეციური მანანასავით, ზეწოლა მოდის მაშინ, როდესაც ქვეყანაში განსხვავებული აზრი არის მტკიცე და მებრძოლი. ბოიკოტი ჯერ არ დაწყებულა, ბოიკოტი იწყება ხვალ და გაფორმდება, როდესაც დავწერთ წერილს უფლებამოსილების გაუქმების შესახებ. ბოიკოტის მუქარამ და არა განხორციელებულმა მუქარამ მოიტანა ეს ყველაფერი, განხორციელებული ბოიკოტი მიგვიყვანს იქამდე, რასაც საზოგადოება ითხოვს. ახლა გვაქვს შანსი, თუ მტკიცედ ვიდგებით და ვიტყვით, რომ აღარ იყოს ეს გაყალბება და 30- წლიან მრუდე წრებრუნვას დავუსვამთ წერტილს და შევძლებთ, რომ ხარისხობრივად ახალი არჩევნები მივიღოთ, ეს კოსმეტიკური ცვლილებებით ვერ მოხდება და პოლიტიკური გადაწყვეტა სჭირდება სიტუაციის. პოლიტიკური ინსტრუმენტია ზუსტად პოლიტიკური ბოიკოტიც. მხოლოდ ასეა ეს შესაძლებელი. ჩვენი თვითმიზანი რა თქმა უნდა, არ არის ბოიკოტი, ასეთ მკაცრ ბოიკოტში მივდივართ იმიტომ, რომ ქვეყანაში არ დაეკარგოს აზრი არჩევნებს. არცერთი კომპრომისის შემდეგ არ ყოფილა მომდევნო არჩევნები უკეთესი, ეს ჩვენი ემპირიული, სავალალო გამოცდილებაა“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ცნობილია, ვინ იქნებიან "ქართული ოცნების" სამდივნოს შემადგენლობაში

"დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - გაწითლებული ხარო" - რას წერს გიგი უგულავა "ფეისბუქზე"

"200-ლარიან დახმარებაზე უნდა დასვა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე და ვნახავთ, როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ" - ზურაბ ჯაფარიძე