ავტორი:

"ბებო და ბაბუ მყავს კოვიდით მძიმე მდგომარეობაში და არც კი იციან, რომ შვილი აღარ ყავთ..." - მაია კაჭკაჭიშვილის ემოციური პოსტი

"ბებო და ბაბუ მყავს კოვიდით მძიმე მდგომარეობაში და არც კი იციან, რომ შვილი აღარ ყავთ..." - მაია კაჭკაჭიშვილის ემოციური პოსტი

კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, სამი დღის წინ კი ბიძა გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს აქვეყნებს. კომპოზიტორის ასაკოვანი ბებია და ბაბუა ასევე კორონავირუსით არიან ინფიცირებულნი:

"რაც დრო გადის, მით უფრო ვიაზრებ მდგომარეობას. ვცარიელდები და სასოწარკვეთილება მეუფლება, მაგრამ ვაი რომ, არ მაქვს უფლება, მივეცე ამ გრძნობას და გავერიდო ყველაფერს აქაურს! ბებო და ბაბუ მყავს კოვიდით მძიმე მდგომარეობაში და არც კი იციან, რომ შვილი აღარ ყავთ. ამის მერე ხომ მჭირდება ოდნავი ძალა, რომ ამათ მაინც მივხედო თუ გადარჩნენ, ან როგორ უნდა გავაგებინო 90 წლის მოხუცებს? ან ის პატარა ძალა რომლის იმედიც მაქვს, სად ვიშოვო? იმის ნაცვლად, რომ გავძლიერდე ვსუსტდები. ვიცი, რომ ამის უფლება არ მაქვს!

რა რთულია, რომ დამარქვეს ძლიერი ადამიანი და უნდა გავამართლო ეს სტატუსი. არადა არც იციან, რა სუსტი ვარ...", - წერს მაია კაჭკაჭიშვილი.

სამი დღის წინ კომპოზიტორს ბიძა გარდაეცვალა, რის შესახებაც სოციალურ ქსელში თავად წერდა:

"მთელი ცხოვრება მეჩხუბებოდა დედაჩემი, რომ პანაშვიდზე წასვლა აუცილებელია და სავალდებულოა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი ჯიუტი შეხედულება მაქონდა, რომ არ შემიძლია ვითრგუნები და ვერ დავდივარ პანაშვიდებზე. ძალიან ბევრჯერ გამირისკავს, მივსულვარ მთლად ეგრეც არ არის, მაგრამ მაქსიმალურად ვირიდებდი ამ სტრესს (ძალიან მეშინოდა). გუშინ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ მოდიან, გვერდით გიდგანან და ამხელა ტკივილს იზიარებენ!! სათითაოდ გახსოვს ყველა, ვინც მოვიდა. უდიდესი მადლობა ამისთვის. ამის შემდეგ სანამ ცოცხალი ვარ. ამ შეცდომას აღარ დავუშვებ!! საერთოდ შემეცველა ყველაფრის მიმართ შეხედულება აბსოლუტურად სხვა ადამიანი გავხდი! გუშინ გავაცილე ჩემი ავთო ბიძიკო, ჩემთვის ჩემი ყველაზე ახლობელი ყველაზე საყვარელი და ყველაზე ნამდვილი ადამიანი. სანამ ცოცხალი ვარ, ვეცდები, რაც მას გაუხარდებოდა ყველაფერი ისე გავაკეთო. დროებით ბიძი", - წერდა კომპოზიტორი.

11 დეკემბერის მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული და საკუთარ სიმპტომებს აღწერდა:

"მოკლედ 8 დღეა ვერ ვგრძნობ ვერც სუნს და ვერც გემოს, ყოველ წამს აცეტონს ვყნოსავ და უშედეგოდ! სხვა არაფერი მაწუხებს, სიცხე სტაბილურად 36:6. ანუ კოვიდი მყავს მობრძანებული და კისერს ვერ მიგრეხს? თუ რაშია საქმე? ამას სიცხე მერჩივნა, ეს რა საშინელებაა ყოველ წამს აჯიკას ვსინჯავ, იქნებ ოდნავ მაინც გავუგო გემო და შენც არ მომიკვდე".

"კატეს" შეუძლია გაზარდოს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებისა და ლეიკემიის რისკი" - რას წერს ზურაბ გურული?

"უკვე 6 წლის... გაეღვიძა, ვერ იძინებს. ეიფორიით ხსნის საჩუქრებს" - ნიკა მელია იუბილარი შვილის ფოტოსა და ვიდეოს აქვეყნებს

"კოვიდ პანდემია, მკურნალობა და ზრუნვა..." - ემოციური კადრები თბილისის ცენტრალური საავადმყოფოდან