ავტორი:

"გაცნობიდან 2 თვეში ხელი მთხოვა, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის სიყვარულის ამბავი და ცხოვრება მწერლის მუზეუმში

"გაცნობიდან 2 თვეში ხელი მთხოვა, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის სიყვარულის ამბავი და ცხოვრება მწერლის მუზეუმში

მწერალ ოტია იოსელიანის გვარის გამგრძელებლის, შვილიშვილის - ოტია იოსელიანისა და მისი მეუღლის, ნუცა ცისკარიშვილის სიყვარულის ამბავი არცთუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. ნუცამ ერთი დანახვით შეძლო მისი გულის მოგება. თავად ოტიას თუ ჰკითხავთ, როგორ მოხიბლა ნუცამ, გეტყვით, - ღიმილით, თვალებითა და კიდევ იმით, რომ განსხვავებული იყოო. წყვილმა ოჯახის შექმნა მალევე გადაწყვიტა.

- რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ბაბუის მოსახელე და გააგრძელო დიდი ოტიას გზა?

- ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ მარტივია და თქვას, რა ენაღვლება, ოტიას შვილიშვილიაო, მაგრამ ასე არ არის. რთულია გააგრძელო იმ კაცის გზა, რომელიც სრულიად საქართველომ შეიყვარა.

- როგორი ბაბუა იყო?

- ძალიან მკაცრი გახლდათ. ჩვენ არ გვქონია სტანდარტული, ქართული ბაბუა-შვილიშვილობა. ის ყოველთვის დაკავებული იყო თავისი საქმით და ჩვენთვის დრო არ რჩებოდა. მაშინ გული მწყდებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, ჩემთვის რომ დიდი დრო დაეთმო, მთავარი საქმის კეთებას ვეღარ შეძლებდა. მე ვიყავი მისი სახელისა და გვარის გამგრძელებელი და ალბათ ხვდებით, როგორ ვუყვარდი. უყვარდა სხვა შვილიშვილებიც, მაგრამ მას ჩვენ შორისაც, ისევე როგორც ოჯახის სხვა წევრებს შორის, ზღვარი ჰქონდა დაწესებული, ეს ზღვარი არ ჰქონდა მხოლოდ მკითხველთან. ერთი სიტყვით, ძალიან მკაცრი იყო, სიყვარულისა და მზრუნველობის გამოხატვა უჭირდა. მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე, როგორ ზრუნავდა ჩემზე. სამხატვრო სკოლაში მიდიოდა და თურმე პედაგოგებს ეკითხებოდა, ამ ბიჭისგან დადგება რამეო? ამას მე არასოდეს მაგრძნობინებდა.

- თუ გისარგებლიათ იმით, რომ მისი შვილიშვილი იყავით და ამან თუ გაგიმარტივათ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი?

- ერთადერთი შემთხვევა მახსენდება, უნივერსიტეტში ლექტორი ნიშანს არ მიწერდა, მითხარი, ხარ თუ არა ოტია იოსელიანის შვილიშვილიო? და მაშინ ვთქვი, რომ კი, ოტიას შვილიშვილი ვარ-მეთქი. სხვა დროს ამას ვმალავდი. არ მინდოდა, ამით მესარგებლა ან სხვას ჩაეთვალა ასე...

- რატომ დაიწყეთ მეღვინეობა?

- მე კი არ დამიწყია მეღვინეობა, უბრალოდ, ჩემი წინაპრების გზა გავაგრძელე. ყველა ქართველი მეღვინეა, მთავარია, ამ ნიჭს გამოიყენებს თუ არა.

- ულამაზესი მეუღლე გყავთ, ნუცა, რომელიც საზოგადოებამ, როგორც ბლოგერი, ისე გაიცნო და შეიყვარა. ხშირად მის ღიმილს მზესაც ადარებენ. ნუცას ათასობით "გამომწერი" ჰყავს, ყველა დადებითად არის განწყობილი მის მიმართ. სად იპოვეთ ეს საოცარი გოგო?

- თვითონ მიპოვა (იცინის). ნუცა მუზეუმში მოვიდა სტუმრად და ალბათ, ეს იყო ერთი ნახვით სიყვარული.

ნუცა:

- ჩემთვის ასე არ იყო, თუმცა, როგორც ოტია ამბობს, დამინახა და მიხვდა, რომ მე ვიყავი მისი ადამიანი, იმ დღიდან დაიწყო ჩემი გულის მოგება.

- გაცნობიდან რამდენ ხანში გთხოვათ ხელი?

- ხელი ძალიან მალე მთხოვა, იმაზე მალეც კი, ვიდრე ხდება ხოლმე, გაცნობიდან 2 თვეში. რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. მე აღმოსავლეთიდან ვარ, ოტია - დასავლეთიდან. ჩვენი ტრადიციები და კულტურა მაინც განსხვავებულია. გარდა ამისა, ვიცოდი, რომ იოსელიანები რთული ხალხი იყო და ეს კიდევ ცალკე გამოწვევა გახლდათ ჩემთვის. ოტიას არასოდეს მოუტყუებია და არ დაუხატავს ზღაპარი ლამაზ ფერებში, ის ყოველთვის სიმართლეს მეუბნებოდა. ამბობდა, რომ მარტივი არ იქნებოდა თანაცხოვრება, თუმცა ვფიქრობ, რომ გამოგვდის.

- თქვენ ცხოვრობთ მუზეუმში, სადაც ბევრი სტუმარი მოდის და ფაქტობრივად, თქვენი სახლის ნებისმიერ კუთხეში "შეუძლიათ" კარი შეაღონ და შევიდნენ. არ არის ეს რთული?

- ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა, რამდენჯერმე ცრემლები ძლივს შევიკავე. არიან ადამიანები, რომლებსაც არ ესმით, რომ სადღაც მათი შესვლა არ შეიძლება და იქ ჩვენი პირადი სივრცეა. ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენც ამ მუზეუმის ექსპონატებად გვთვლიან და ჩვენს გაფრთხილებას, რომ იქ არ შევიდნენ, ძალა აქვს დაკარგული. არ გვიჯერებენ...წაიკითხეთ სრულად

"თეთრმა სახლმა სულ ახლახანს დაადასტურა, რომ აშშ მზად არის საქართველოს გამოუყოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები" - ჯინ შაჰინი

პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა

"დედასავით გვექცევიან, არანაირი დასჯა არ არის ჩვენთან" - ნინოწმინდის პანსიონში შესულმა "ობიექტივმა" ბავშვებისგან მეუფის საქებარი კომენტარები ჩაწერა