ავტორი:

"მოქმედებს ასაკის შეზღუდვა: +18" - ზურაბ ჯაფარიძე ახალი წლის ღამეს ხალხს თავის დაბადების დღეზე ეპატიჟება

"მოქმედებს ასაკის შეზღუდვა: +18" - ზურაბ ჯაფარიძე ახალი წლის ღამეს ხალხს თავის დაბადების დღეზე ეპატიჟება

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ახალი წლის ღამეს 18 წლის ზემოთ ასაკის ხალხს საკუთარ დაბადების დღეზე ეპატიჟება. მან "ფეისბუქში" ივენთიც შექმნა, სადაც უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია გაწევრიანებული. ივენთის სახელწოდებაა - "ჯერ სახლში, მერე ჯაფარასთან".

"31 დეკემბრის ღამეს ჩვენს ქალაქში პრაქტიკულად არსად არაფერი ხდება.არადა, გარდა იმისა, რომ ახალი წელია, 31-ში დავიბადე, 23.45-ზე, 1 იანვარი მიწერია დაბადების მოწმობაში.რადგან დაწესებული შეზღუდვების გამო, ქვეყანა გაყინულია და არ იცით როგორ გაერთოთ ახალი წლის ღამეს:გეპატიჟებით ჩემს დაბადების დღეზე.

KHIDI-ს ადგილობრივი რეზიდენტი, პიონერი დუოს GREENBEAM & LEON წევრი ლეონ ლოლიშვილი სოლო პროექტით Autumn Tree

დაბადების დღეზე მოსახვედრად საჭირო პირობების გასაცნობად მომწერეთ ამ გვერდის ინბოქსში და ჩემი მეგობრები გიპასუხებენ.

საღამოზე მოქმედებს ასაკის შეზღუდვა: +18.

რადგან მინდა, რომ ბევრნი მესტუმროთ, ყველამ ვეცადოთ დავიცვათ კოვიდპანდემიის პირობებში რეკომენდებული უსაფრთხოების წესები" - ნათქვამია ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"მოწესრიგებულია ტუალეტები, დარიგდა სადეზინფექციო ხსნარები..." - სამინისტროს ინფორმაციით, ყველა სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ვირუსის გავრცელების დადებითობის დღიური მაჩვენებელი

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში 19 345 ტესტი ჩატარდა - რამდენი ახალი ინფიცირებულია რეგიონების მიხედვით