ავტორი:

რომელ ქალაქებში გაგრძელდება 18 იანვრიდან დისტანციური სწავლება და სად განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში?

რომელ ქალაქებში გაგრძელდება 18 იანვრიდან დისტანციური სწავლება და სად განახლდება სწავლა საკლასო ოთახებში?

დიდ ქალაქებში, სკოლებში მეორე სემესტრი 18 იანვარს დისტანციურ ფორმატში განახლდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტროს მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დგებუაძემ აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება საკლასო ოთახებში.

„2021 წლის 18 იანვარს იწყება 2020-21 წლის მეორე სემესტრი. ეს სემესტრი დაიწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად, რაც გულისხმობს იმას, რომ დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, სასწავლო პროცესი დაიწყება დისტანციურად, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი ასევე დისტანციურ ფორმატში განახლდება. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დანარჩენ სკოლას სასწავლო პროცესი დაიწყება საკლასო ოთახებში. მოგეხსენებათ, რომ განათლების სამინისტრომ უზრუნველყო ჰიგიენური სანიტარიის კუთხით მხარდაჭერა და ყველა საჭირო სადეზინფექციო საშუალებებით აღჭურვა სკოლები. მომზადებული ხვდება ყველა სხვა სკოლა სემესტრის განახლებას და ყველა ეს სკოლა საკლასო ოთახში დაიწყებს სასწავლო პროცესს“, - განაცხადა დგებუაძემ.

ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ ისევ გაგრძელდება.

მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის, „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება“, - აღნიშნა დგებუაძემ.

ამასთან, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ.

მისი ინფორმაციით, პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

„მემორანდუმის მიზანია, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები, მაქსიმალურად უზრუნველყოფილნი იყვნენ ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტ კავშირით.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა, სოლიდარობის გამოვლენა. სამაგალითოა ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც „სილქნეტმა“, „მაგთიკომმა“ და „ვიონი საქართველომ“ განათლების სფეროს მიმართ გამოიჩინეს.

დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20 GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების მოსაძიებლად,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეღავათიანი ინტერნეტპაკეტით სარგებლობა რეგისტრაციის გავლის შემდეგ უკვე ორშაბათიდან შეეძლებათ.

„დისტანციური სწავლების“ პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის ბოლომდე.

სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა რეგისტრაციის გავლის შემდეგ საქართველოს 2 500-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიეცემათ.

"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს

"ჩემზე სტატია წაიკითხა და მეგობრობა გამომიგზავნა" - ვინ არის "სიკვდილზე გამარჯვებული" ქართველი კაპიტანი, რომელმაც საცოლეს ხელი სვეტიცხოველში სთხოვა

საჩუქრად მიღებული 6000 ლარი მამისგან, ფერწერული ტილოები... - რა ქონებას ფლობს გიგა ბოკერიას ოჯახი