ავტორი:

საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - რა თანამდებობები ეკავა მერაბ ჯერანაშვილს პოსტის დაკავებამდე

საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - რა თანამდებობები ეკავა მერაბ ჯერანაშვილს პოსტის დაკავებამდე

საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი გახდა. ის საბჭოს წევრებმა ერთხმად, ფარული კენჭისყრით 13 ხმით აირჩიეს.

ახალი თავმჯდომარე საპროკურორო საბჭოს 2 წლის ვადით უხელმძღვანელებს. საბჭოს სხდომაზე წევრებმა მხოლოდ ერთი - მერაბ ჯერანაშვილის კანდიდატურა წარადგინეს.

მოქმედ თავმჯდომარეს, ნანა ხუნჯუას უფლებამოსილება ხვალ, 16 იანვარს ეწურება.

საპროკურორო საბჭო, ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება, თუმცა, დღევანდელ სხდომას 13 წევრი ესწრებოდა.

"დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ასე ერთხმად მოხდა ჩემი არჩევა, იმედია, ამ ნდობას გავამართლებ", - ასე გამოეხმაურა მერაბ ჯერანაშვილი საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მის არჩევას.

როგორც ჯერანაშვილმა განმარტა, მისთვის ეს პოსტი საპასუხისმგებლოა და შეეეცდება, რომ მისი საქმიანობა ნაყოფიერი და წარმატებული იყოს.

„უღრმეს მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენგანს, ნამდვილად დიდი პატივია, იყო კონსტიტიციური ორგანოს საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე, მითუმეტეს, დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ასე ერთხმად მოხდა ჩემი არჩევა. მიუხედავად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისა, ყველა თქვენგანის ნდობა დავიმსახურე, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. იმედია, გავამართლებ ამ ნდობას და ჩვენი ერთობლივი საქმიანობა იქნება ნაყოფიერი და წარმატებული. აქვე მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნანა ხუნჯუას, ადამიანს რომელიც ფაქტობრივად გარდამავალ პერიოდში იყო პირველი თავმჯდომარე საპროკურორო საბჭოსი, საკმაოდ რთულ პერიოდებში მოუწია მას ამ ფუნქციის და უფლებამოსილების განხორციელება. დამეთანხმებით, რომ ნამდვილად ღირსეული თავმდჯომარე იყო, დიდი მადლობა ქალბატონო ნანა, ნამდვილად წარმატებული იყო თქვენ მიერ ამ 2 წლის განმავლობაში გატარებული საქმიანობა და როგორც იტყვიან, ოქროს ასოებით ჩაეწერებით საპროკურორო საბჭოს ისტორიაში. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეფექტიანი იქნება ჩვენი თანამშრომლობა, ნამდვილად ეფექტიანი იქნება საპროკურო საბჭო იმ უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების პროცესში, რაც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული“, - განაცხადა ჯერანაშვილმა.

ცნობისთვის, მერაბ ჯერანაშვილი პროკურატურაში 2009 წლიდან მუშაობს, სტაჟირების ერთწლიანი პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ ის დაინიშნა მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრვი რესურსების სამინისტროში საგამოძიებო-საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის თანამდებობაზე, სადაც 2014 წლამდე მუშაობდა. შემდეგ, 2014-2016 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიებოს საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2016 წლიდან დღემდე კი, ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილის თანმდებობას იკავებს.

"ოლიგარქი, რომელიც ტრამპის გამოძახილია, ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის... ბევრს მისი არ სჯერა" - რას წერს Washington Post-ი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მოვუწოდებთ ყველა პარტიას, დაიკავონ პარლამენტში მათ მიერ მოპოვებული ადგილები" - რა წერია საქართველოზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში?