ავტორი:

"არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჩემ პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში, არ მაქვს ილუზია, რომ პუტინის შურისძიება დასრულდა" - რას ამბობენ გაბუნიას საქმის ადვოკატი და პროკურორი

"არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჩემ პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში, არ მაქვს ილუზია, რომ პუტინის შურისძიება დასრულდა" - რას ამბობენ გაბუნიას საქმის ადვოკატი და პროკურორი

როცა დაკვეთა პუტინიდან და კრემილიდან მოდის, ეს ასე არ სრულდება, მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ერთი ადამიანის დაკავებით რუსეთის პრეზიდენტის შურისძიების სურვილი დასრულდა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ სასამართლოში მისი დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გაბუნია განმარტავს, მან დღეს პირველად ნახა მის საქმეზე დაკავებული ვასამგებ ბოკოვი.

მისივე თქმით, ბრალდებულს მისთვის კითხვები არ დაუსვამს.

„კითხვები შეეხებოდა იმას, თუ საიდან მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემზე თალთვალი მიმდინარეობდა და ჩემი ლიკვიდაცია იგეგმებოდა და როდის მივიღე ეს ინფორმაცია. ორივე მხრიდან მთავარი აქცენტი კეთდებოდა და მოსამართლემაც დამისვა ამასთან დაკავშირებით კითხვები, რამდენად შეიცვალა ჩემი ცხოვრების სტილი მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდა. განსაკუთრებით, იმ პერიოდში, ვიდრე ბრალდებულის დაკავება მოხდებოდა და ახლაც მაქსიმალურად შეზღუდული მაქვს თავისუფლად გადაადგილება, დაცვის გარეშე აკრძალული მაქვს მოძრაობა და ის პერიოდი კიდევ უფრო მძიმე იყო, როცა დაცვის უფროსი ჩემთან სახლში ცხოვრობდა, რადგან ძალიან დიდი რისკი იყო, სანამ ბრალდებულის დაკავება მოხდებდა.

ბრალდებულს შესთავაზეს, რომ ჩემთვის კითხვა დაესვა, მაგრამ მას არ ჰქონდა ჩემთან კითხვა, უბრალოდ გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას გამჭოლი მზერით. პირველად ვნახე ასე პირადად, მანამდე ფოტოებზე მყავდა ნანახი, მაგრამ სასიამოვნო ეს შეგრძნება, რა თქმა უნდა არ არის, თუმცა, მას შეეძლო ჩემთვის კითხვების დასმა, არაფერი უთქვამს, უბრალოდ, მთელი პროცესის განმალობაში ასე მიყურებდა და მეც ასე ვუყურებდი“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჟურნალისტის განმარტებით, საქართველოში მას იმ დონის მტრები არ ჰყავს, რომ მისი მკვლელობა შეეკვეთათ. შესაბამისად, გაბუნია დარწმუნებულია, რომ მისი მკვლელობის მომზადების უკან რამზან კადიროვი და ვლადიმერ პუტინი დგანან.

„ვერ ვიტყვი, ის ლიკვიდაციაზე ამზადებდა ინფორმაციას, თუ თვითონ უნდა შეესრულებინა ბოლოს ეს, მაგრამ ვიზუალურად რომ შეხედავთ, გავს - თავისუფლად შეიძლება იყოს თვითონ ქილერი, რომელსაც ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა. ამას მხოლოდ ვიზუალიდან გამომდინარე არ ვამბობ, ინფორმაცია სუს-მა მომაწოდა, როცა დაზარალებულად მცნეს, რომ მას შესაბამისი ფიზიკური მომზადება აქვს გავლილი, ასევე კრიმინალური წარსული აქვს და ის იძებნება კიდეც სხვა ქვეყნებში მკვლელობებთან დაკავშირებით. ასე, რომ არ გამოვრიცხავ, დღეს, მე ჩემ პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში. როცა პუტინიდან მოდის და როცა დაკვეთა კრემილიდან მოდის, ეს ასე არ სრულდება, მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ერთი ადამიანის დაკავებით რუსეთის პრეზიდენტის შურისძიების სურვილი ამით დასრულდა. თუმცა, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, არ ვიცი...სასამართლოზეც ვთქვი, მიუხედავად ჩემი კრიტიკული გამოსვლებისა, ვთვლი, რომ არც საქართველოში არ მყავს იმ დონის მტერი, რომ ჩემი მოკვლა გადაწყიტონ და მითუმეტეს, საზღვარგარეთ, ერთადერთი, ვინც ეს შეიძლება იყოს, პუტინი და მისი საყვარელი კადიროვია“, - განაცხადა გაბუნიამ.

ვასამბეგ ბოკოვის ადვოკატის, ალექსი შოშიკელაშვილის განცხადებით, ბოკოვის მიმართ წაყენებული ბრალდება არ დასტურდება. როგორც შოშიკელაშვილი განმარტავს, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები დაკავებულის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გააქარწყლებს.

„გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, ახალი არაფერი თქმულა, რაც დღეს გაცხადებული იქნა სასამართლო პროცესზე საქმის მასალებში წარმოდგენილია. დაცვის მხარის პოზიციით ნამდვილად არ დასტურდება ვასამბეგ ბოკოვის მხრიდან წაყენებული ბრალდება. ჩასატარებელია ალბათ, ორი სამი პროცესი, სადაც უკვე ჩვენს მტკიცებულებებზე დაყრდნობით წარვადგენთ პოზიციას, რაც ვასამბეგ ბოკოვის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გააქარწყლებს“, - აცხადებს შოშიკელაშვილი.

პროკურორ მაიას სილაგაძის განცხადებით კი, გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ ვასამბეგ ბოკოვის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს დაკითხულმა მოწმეებმა სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც პროკურორი განმარტავს, მოწმეებმა იმ ზიანზე ისაუბრეს, რაც გიორგი გაბუნიას ბრალდებულის ადევნებისა და უკანონო თვალთვალის შედეგად მიადგა.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაზრალებული გიორგი გაბუნია, დაიკითხნენ სხვა მოწმეები, მათ შორის, ნიკა გვარამია. გიორგი გაბუნიამ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმ ზიანთან დაკავშირებით, რაც მას მიადგა ბრალდებულის უკანონო თვალთვალის და მისი პირადი ინფორმაციის მოპოვების შედეგად. ნიკა გვარამიამ და მისმა დაცვის წევრებმაც აღნიშნულთან დაკავშორებით სასამართლოს მიაწოდეს ბრალდების მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა სილაგაძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის 27 ნოემბერს, გიორგი გაბუნია დაზარალებულად ცნეს, ხოლო ვასამბეგ ბოკოვს სსკ-ის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის წარედგინა ბრალდება, რაც გულისხმობს ადევნებას, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას, თვალთვალს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებას. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული არა ვასამგებ ბოკოვი, არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - მაგომედ გუციევია, რომელმაც ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სისტემატურად ახორციელებდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

ლანჩხუთში, 50 წლამდე მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი ნახეს - წინასწარი ინფორმაციით, კაცი მოკლულია

ნაკაშიძის ქუჩაზე ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს - სავარაუდო თავდამსხმელი დაკავებულია

"ჯერ ერთი ძმა მომიკლეს მაგისმა შვილებმა, გამოვიდნენ ციხიდან და ახლა ჩემი მეორე ძმაც მოკლეს" - ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები